ჭორების და გაჟონვების ფონზე Google-მა უკვე დაიწყო მოსაწვევების დაგზავნა 4 ოქტომბრის ღონისძიებაზე სადაც მოსალოდნელია ფლაგმანური Android ტელეფონის Pixel სავაჭრო ნიშნით გამოსვლა. შესაძლოა კომპანიამ ერთზე მეტი ტელეფონი შემოგვთავაზოს. ჭორებს თუ დავუჯერებთ ახალი ტელეფონები Nexus-ებისგან მაღალი ფასითაც იქნება განსხვავებული.
მოსალოდნელია 4K Chromecast და ახალი Daydream VR ჩაფხუტი. ტეელფონები სავარაუდოდ იქნება 5 და 5.5 დიუმიანი მოდელები. Google-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი ამბობს, რომ ეს წელი სრულად მიეძღვნება სმარტფონების შემდეგ თაობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭორები გამართლდება.