7-9 ნოემბერს, თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება.
DataFest Tbilisi-ზე სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან ჩამოდიან, როგორებიცაა: Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა.
აღსანიშნავია, რომ მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ გამართულა.
DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება.
ღონისძიებაზე მონაწილეები პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ;
მეორე დღეს, ამავე ექსპერტებისგან, თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს;
მესამე დღეს, datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.
DataFest Tbilisi 2018 6 თემას მოიცავს:
- მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება;
- მონაცემთა ჟურნალისტიკა;
- ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები;
- მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში;
- ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;
- მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.
დამატებითი ინფორმაცია DataFest Tbilisi-ისა და წლევანდელი სპიკერების შესახებ.