ახალი iPhone 7-ის საწყისის ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში 649 დოლარია. IHS Markit-ის ექსპერტებმა დაშალეს სმარტფონი და შეაფასეს მისი კომპონენტების ღირებულება მარკეტინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის საფასურის გარეშე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, iPhone 7-ის საცალო ფასი თვითღირებულებაზე სამჯერ მეტი აღმოჩნდა.
დეტალები და ფასები:
- Intel-ის მოდული – 33,90$
- A10 Fusion პროცესორი 26$
- დისპლეი – 43$
- 1920 მილიამპერიანი აკუმლატორი – 2,50$
- კამერები (ფრონტალური და iSight) – 19,90$
- Taptic Engine დრაივი და სხვა მექანიკური დეტალები – 16,70$
- მეხსიერება (2 გბ. SK Hynix და 32 გბ. ფლეშ საცავი) – 16,40$
- აუდიოკოდეკი, ხმის გამაძლიერებელი, NFC ჩიპი, ბარომეტრი, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, Touch ID სკანერი და სხვა ესენსორები – 14$
- Lightning კაბელი და 3,5 მმ. გადამყვანი, კვების ადაპტერი 5 ვოლტზე და EarPods Lightning ყურსასმენები – 11,80$
- Bluetooth, WLAN, GNSS – 8$
- მექანიკური ნაწილი – 18,20$
- სხვა დეტალები – 3,5$
- აწყობა და ტესტირება – 5$
სმარტფონის ჯამური ღირებულება – 219,80 დოლარი