სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ.
ინოვაციების ცენტრი სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, რომელიც „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა. რუხის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.
რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგი
ლობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.
2016 წელს ინოვაციების ცენტრები გაიხსნა ხარაგაულში, ჭოპორტსა და ბაღდათში. უახლოეს მომავალში კი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ახმეტაში.