ლულუ და ნანა – მსოფლიოში პირველად, ჩინეთში ხელოვნურად გენშეცვლილი ტყუპები დაიბადნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინელი მეცნიერი ჰი ძინაკუი ავრცელებს.
ძინაკუის თქმით, მან ტყუპების “დე-ენ-ემი” უახლესი ტექნოლოგიით შეცვალა. ლულუ და ნანა ინვიტრო განაყოფიერებით დაიბადნენ.
როგორც მეცნიერი ამბობს, მან ექსპერიმენტი ჩინეთში, საკუთარ ლაბორატორიაში ჩაატარა, რადგან ამერიკაში გენის შეცვლის ყოველგვარი მცდელობა დასჯადია.
ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ საკითხზე სასწრაფო გამოძიებას იწყებს.