ქართველი მოსწავლეები სამეცნიერო პროცესების კვალდაკვალ

ქართველი მოსწავლეები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) ეწვივნენ.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული 10 მოსწავლე CERN-ში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილეები უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ და უახლეს ტექნოლოგიებსა და პროექტებს გაეცნენ.
ვიზიტი CERN-ის შესახებ საინფორმაციო ლექციით დაიწყო.

ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მოხდა. პროექტის მიზანი ახალი თაობის ინჟინერიით, IT ტექნოლოგიებითა და მათემატიკით დაინტერესებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *