“დაემგზავრე ტექნოლოგიებს” – ტექნობასი რეგიონებში მოგზაურობს

გსმენიათ, ტექნობასის შესახებ? ეს ბრენდირებული ავტობუსია, რომელიც ყოველდღიურად რეგიონებში მოგზაურობს, სკოლის მოსწავლეებს ხვდება და მათ ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ცოდნას უზიარებს. ტექნობასს სტარტაპერები ქირაობენ.

ტექნობასი დღეში რეგიონის 2-3 სკოლას სტუმრობს და დაახლოებით 500 მოსწავლეს ხვდება.

“დაემგზავრე ტექნოლოგიებს” – ინიციატივის ავტორები და პროექტის მენეჯერები არიან დავით და ვატო ველიაშვილები. სწორედ მათი შექმნილია უცხო ენების შემსწავლელი პლატფორმის Lingwing. 

პროექტს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს.

https://www.facebook.com/technobusgeorgia/videos/327567324497213/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *