18 დეკემბერს, 11:00-დან 15:00-მდე, ტექნოპარკში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით “სამართალი და ტექნოლოგიები”.
კონფერენციაზე განიხილება თემები:
- რა როლის თამაში შეუძლიათ ტექნოლოგიურ მიღწევებს სამართლის სფეროს განვითარებასა და წინსვლაში?
- როგორ შეიძლება იურიდიული სერვისების განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?
- როგორ შეიძლება ტექნოლოგიები იქცეს სამართლებრივი გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობად?
კონფერენციას გაუძღვებიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
დასწრება თავისუფალია.