დღევანდელ დღეს კიბერუსაფრთხოება და ციფრულ სივრცეში თავდასხმები საკმაოდ დიდი პრობლემაა. Illusive Networks სტარტაპია, რომელიც კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს სხვა მხრიდან უყურებს: “ჰაკერს სუსტი მხარე აქვს, ისიც ადამიანია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სწორედ მისი თვალით შევხედოთ თითოეულ თავდასხმას და სხვა გზით გავუმკლავდეთ გამოწვევებს”
Illusive Networks Team8-ის დახმარებითა და ხელშეწყობით შეიქმნა. Team8 კიბერუსაფრთოხებაზე ფოკუსირებული კომპანიაა, რომელიც ცდილობს ამ მიმართულების სტარტაპებსა და დამწყებ კომპანიებს ხელი შეუწყოს და შენების პროცესში დაეხმაროს.
“ჩვენ ვუზრუნველყოფთ მექნიზმებს, რომლებიც უსაფრთხოებაზე მომუშავე ჯგუფებს დაეხმარება თავდასხმების დაფიქსირებასა და თავის არიდებაში, რომ არ მოხდეს კიბერ თავდასხმების ქცევა ბიზნეს კრიზისად” – ამბობენ Illusive Networks-ში.