კიდევ ერთი განხეთქილება Facebook-ში



მას შემდეგ, რაც Facebook-ში დასაქმებულებმა უკეთესი სამუშაო პირობები მოითხოვეს, კომპანიისგან საპასუხო “დარტყმა” მიიღეს, რომ, ან დათანხმდებოდნენ Facebook-ის სახელფასო შემოთავაზებას, ან დაკარგავდნენ სამუშაოებს.

სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები ხშირად წერდნენ საპროტესტო პოსტებს სოციალურ ქსელში, რამაც, საბოლოოდ, შრომითი დავა გამოიწვია.

Facebook-ში კი აცხადებენ: “Facebook-ს აქვს ასეთი კულტურა, რომ ჩვენ ყველა დასაქმებულს თანაბრად კარგად ვეპყრობით და ყველა ბედნიერია. ეს შეეხებათ, როგორც ნახევად განაკვეთზე მომუშავე პირებს, ისე სრული განაკვეთის თანამშრომლებს”

Facebook-ში ამბობენ, რომ მათ თანამშრომლებისთვის ულტიმატუმი არ წამოუყენებით სახელფასო შემოთავაზებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს უბრალოდ გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად გაგზავნილი წერილი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *