30 დეკემბერს “თბილისი მოლში” სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის მიერაა ორგანიზებული.
საკუთარ პროდუქციას ღონისძიებაზე პროექტის “დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში” მეექვსე ნაკადის გუნდები წარადგენენ.
“პროექტი მეექვსეჯერ ტარდება GITA-ს ორგანიზებით. მთავარი იდეა პროექტის არის, რომ იდეით მოსული გუნდები, რომლებსაც უბრალოდ წარმოდგენა აქვთ იმის, თუ რა უნდათ რომ გააკეთონ, უკვე არსებული პროდუქტით წავიდნენ ჩვენგან.” განაცხადა ტექნოპარკის ფაბლაბის პროექტების მენეჯერმა ანი დავლაშელიძემ.