რა თქმა უნდა კომპანია პრობლემებს არ ღიარებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. თქვენ თვითონ დაფიქრდით, რაში დაჭირდა კომპანიას სამომხმარებლო პროცესორების გამოშვება ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე?
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კომპანიას ეს ძალიან დიდი ხანია არ გაუკეთებია და ასეთი პროცესორები ყოველთვის იყო მის ასორტიმენტში სხვა სეგმენტისა და ამოცანებისთვის.
F-ით მონიშნული მოდელები სწორედ ისინია, რომლებსაც არ აქვს GPU. რა თქმა უნდა კრისტალზე ის არის, მაგრამ გათიშულია. იმისათვის, რომ არ ეძებოთ გეტყვით, რომ არც სიხშირით და არც წარმადობით ისინი ჩვეულებრივი იგივე მოდელის პროცესორებისგან არ განსხვავდებიან.
რაშია საჭირო ასეთი პროცესორები? წუნდებული გრაფიკული ჩიპების მქონე პროცესორების ბაზარზე გატანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პროცესორების გადაყრა მოუწევდათ. ასეთი პროცესორები შეიძლება უფრო იაფად გაიყიდოს, რადგანაც ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ რთულია. ასეთი პრცსორები უფრო ნაკლებად ცხელდება და ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, რაც 8-ბირთვიან ჩიპებზე ძალიან მნიშვნელოვანია.
Core i3-9350KF – ერთადერთია ამ ხაზში, რომელსაც გრაფიკული ჩიპის მქონე ანალოგი საერთოდ არა აქვს. გამოჩნდება თუ არა ის მოგვიანებით – უცნობია.