Instagram-ზე კაილი ჯენერის რეკორდი კვერცხის ფოტომ მოხსნა. ის 13 იანვარს ყველაზე მეტი მოწონების მქონე პოსტი გახდა.
2018 წლის 6 თებერვლიდან ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული სურათის ტიტულს კაილი ჯენერის შვილის ფოტო ფლობდა. რამდენიმე დღის წინ კი მომხმარებლებმა ამ რეკორდის მოხსნა გადაწყვიტეს.
ამ დროისთვის Instagram-ზე განთავსებულ კვერცხს 27 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.