განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინოვაციური პროექტების შესახებ ისაუბრა.
ბატიაშვილის თქმით, საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. ასევე, სასწავლო პროცესში მოხდება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, სთრიმინგ გაკვეთილების დანერგვა, კომპიუტერული მეცნიერების საწყისების შესწავლა და სხვ.
დამატებითი ინფორმაციისთვის :https://bit.ly/2Mweupm