2019 წლის პირველ ნახევარში კომპანია Apple Airpods-ის ახალ ვერსიას გამოუშვებს.
Digitimes-ის ცნობით, AirPods 2 ბიომეტრიული სენსორებით იქნება აღჭურვილი, რაც ჯანმრთელობის მონიტორინგს გახდის შესაძლებელს.
როგორც ირკვევა, ყურსასმენი წყალგამძლე იქნება და წინა AirPods-თან შედარებით უკეთესი ჟღერადობა ექნება.
ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გასაჯაროვებას Apple-სგან უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.