ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წელს აგვისტოს თვეში დასრულდება. სექტემბრიდან კი უნივერსიტეტი შეძლებს სტუდენტების მიღებას.
როგორც პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი ამბობს, პირველ ეტაპზე უნივერსიტეტი 1200-დან 3000-მდე სტუდენტს მიიღებს, რომლებიც პირველ ეტაპზე სამ დისციპლინას: მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტს შეისწავლიან.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ყველა ფაზა დაახლოებით, 7-10 წელში დასრულდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 მილიონი ევრო უნდა იყოს.