ფაბლაბში 4 წლის ბარბარესთვის ინოვაციური მეთოდით ხელის პროთეზის შექმნას გეგმავენ.
გოგონა მარცხენა ხელს ვერ იყენებს, ამიტომ ის მშობლებთან ერთად ფაბლაბ ტექნოპარკს ეწვია.
ფაბლაბში 4 წლის ბარბარეს ხელი 3D სკანერის დახმარებით დასკანერდა. დასკანერებული ხელი გრაფიკულ პროგრამაში დამუშავდა, ხოლო, მიღებული 3D მოდელის მიხედვით კი უკვე შეიქმნება პროთეზი, რომლის გამოყენებასაც 4 წლის გოგონა შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ფაბლაბი სივრცეა, სადაც მომხმარებლებს თანემედროვე ტექნოლოგიებზე აქვთ წვდომა და სადაც შეუძლიათ საკუთარი იდეების გენერირება და სამომავლოდ მათი ბიზნესად ჩამოყალიბება
მთავარი ინოვაციები