ღია ბანკინგი – ციფრული ეკოსისტემის განვითარებისთვის

მსოფლიოში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი სერივის დიჯიტალიზაცია – გაციფრულება. ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. 2019 წლის 18 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო […]
WhatsApp-ის მხარდაჭერას დაკარგავს 2013 წლამდე გამოსული iPhone-ები

2019 წლის 31 დეკემბრიდან, გარკვეული კატეგორიის სმარტფონის მომხმარებლები WhatsApp-ით ვეღარ ისარგებლებენ. WhatsApp-ის მხარდაჭერას დაკარგავს iPhone-ის სერიის ყველა სმარტფონი, რომელიც 2013 წლამდეა გამოსული. აღნიშნული ცვლილბები შეეხება იმ მობილურ ტელეფონებსაც, რომლებიც თავსებადია Android-ის ოპერაციული სისტემის 2.3.7 ვერსიასთან – ასეთი სმარტფონები კი, ბოლოს 2010 წელს გამოვიდა. შეზღუდვები 2019 წლის 31 დეკემბრიდან, ეტაპობრივად ამოქმედდება. WhatsApp-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კომპანიის […]
Echo Dot – წამებში მიღებული პასუხები

თუ საახალწლოდ საჩუქრებს ეძებთ ტექნიკის მოყვარული მეგობრებისთვის, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ამინდის შემოწმება, სიახლეების გაცნობა, მაღვიძარას დაყენება თუ სხვადასხვა საკვების იდეალური რეცეპტის მოძებნა, Echo Dot-ი ამ ყველაფერს წამებში შეგისრულებთ, რომელშიც Amazon-ის ვირტუალური ასისტენტი, Alexa-ა ჩაშენებული. თქვენ შეგიძლიათ მას ნებისმიერი რამ სთხოვოთ და პასუხებსაც უცებ მიიღებთ. მისი გამოწერა შეგიძლიათ ამაზონიდან $24,99-ად, $49,99-ს ნაცვლად.
ჰაკათონი თანასწორობისთვის და გოგონების უკეთესი მომავლისთვის – The Future is Equal

ჰაკათონი The Future is Equal დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს იდეების გენერირებას და ინოვაციური პროდუქტების შექმნას ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, საზიანო პრაქტიკები (ბავშვთა/ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა) და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. 11-12 დეკემბერს გუნდები მიღებულ დავალებაზე ტექნოპარკში იმუშავებენ. ღონისძიების დახურვა კი 12 დეკემბერს, 19 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება. The Future is Equal გაეროს […]
პირველი ტელევიზორი Nokia-სგან

Nokia-მ, საკუთარი ბრენდის სახელით, პირველი ტელევიზორი გამოუშვა, რომელიც 55-დიუმიანი ულტრა HD(4K) LED ეკრანით არის აღჭურვილი. ტელევიზორი თავსებადია ანდროიდის ოპერაციულ სისტემასთან და მისი ფასი 589 ამერიკული დოლარია. ტექნოლოგიური სექტორის მოთხოვნები და ფასი, რომელიც საშუალო კლასისათვის უნდა იყოს მისაღები – ეს ის ორი მთავარი კრიტერიუმია, რომელითაც მუშაობის პროცესში ხელმძღვანელობდნენ.
სტარტაპ მარკეტი მორიგი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება

სტარტაპ მარკეტი მორიგი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება – 14-15 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს უშუალოდ გააცნობენ და მათგან შეფასებებსაც ადგილზე მოისმენენ. „სტარტაპ მარკეტი“ მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომელსაც პროექტების მართვის კომპანია „ბეთერფლაი“ პარტნიორებთან ერთად უკვე მესამე წელია ახორციელებს. „სწორედ ასეთი ერთიანობა ქმნის „სტარტაპ ექსპოს“ ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცეს, რომელიც […]
სპარკის ორგანიზებით გაიმართება ტრეინინგი – ,,როგორ დავგეგმო მარკეტინგული სტრატეგია ?!”

18-19 დეკემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით გაიმართება ტრეინინგი თემაზე : ,, როგორ დავგეგმო მარკეტინგული სტრატეგია ?!” ტრეინინგი გაიმართება სპარკში – ცოტნე დადიანის 164 (კიკვიძის ბაღი) და მას წარუძღვება თამთა გველესიანი – სპარკის მარკეტინგის მრჩეველი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მარკეტინგის და PR -ის სწავლების 4 წლიანი გამოცდილებით. ტრეინინგში მონაწილეობისთვის საჭიროა მარტივი […]
საახალწლო ბაზრობა სტარტაპერების ხელშესაწყობად

შოთა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ახლოს, წინა საახალწლო ბაზრობა გაიმართება, სადაც სტარტაპერების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. სთოლის და სპარკის საინტერესო კოლაბორაცია გულისხმობს 1 კვირიან წინასაახალწლო მარკეტს. როგორც სპარკი წერს, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში. რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე – https://forms.gle/j4KgQYirEMM5EeVG8
UBER-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა

UBER-ის კვლევაში, რომელიც 2017-2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა, სექსუალური ძალადობის 6000-მდე შემთხვევა გამოვლინდა. შედეგების მიხედვით კი, ძალადობის მსხვერპლთა 45% მძღოლია. კვლევაში სულ 5 კატეგორია გამოიყო, მაგალითად: ფსიქიკური ძალადობის, შევიწროების თუ სექსუალური ძალადობის კატეგორიები. როგორც კომპანია განცხადებაში ამბობს, მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი ქალია. აღსანიშნია, რომ ბოლო დროს Uber-ის მომსახურების ხარისხის ირგვლივ ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა. კომპანიას […]
SnapChat-ს ახალი ფუნქცია ემატება

სულ მალე უკვე შეგეძლებათ SnapChat-ში ახალი ფუნქციის, DeepFake ტექნოლოგიის გამოყენება. შესაბამისად, SnapChat-ის მომხმარებლებს უკვე ვიდეოებსა თუ GIF-ებში საკუთარი თავის ინტეგრირების საშუალება ექნებათ.SnapChat-მა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ფუნქციას სახელწოდებით Cameo-ის ცდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლები ამ ფუნქციის გამოყენებას, მსოფლიოს მასშტაბით, 18 დეკემბრიდან შეძლებენ, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლები.