ინსტაგრამზე Golden Price Tag-ზე ფოტოს განთავსება 1 000 დოლარი ღირს

Golden Price Tag-ზე ფოტოს განთავსება 1 000 დოლარი ღირს. შესაბამისად, Instagram-ის მომხმარებლები, „ოქროს წევრობისთვის“ $1000-ს იხდიან. აქ მხოლოდ იმ მომხმარებლების სურათები განთავსდება, რომლებიც „ოქროს სტანდარტებს“ დააკმაყოფილებს. როგორც ირკვევა, პლატფორმაზე სურათების განთავსებით, „რჩეული“ მომხმარებლები წევრობის „ოქროს“ სტატუსს მიიღებენ, სურათებზე კი სპეციალური ლოგო “Golden Price Tag” იქნება გამოსახული. სოციალურ ქსელში, სიახლეს, უკვე მოჰყვა კრიტიკა.
TikTok-ის გამომწერთა რიცხვი უკვე 1,5 მილიარდს აღემატება

2016 წელს შექმნილი TikTok-ის გამომწერთა რიცხვი უკვე 1,5 მილიარდია. მოგეხსენებათ, ვიდეოკონტენტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად ამ პლატფორმაზე მომხმარებელთა რიცხვიც უფრო და უფრო მატულობს. დღეს TikTok, ყველაზე მოთხოვნად აპლიკაციებს შორის მე-3 ადგილზეა. ასევე, საინტერესოა, რომ TikTok ერთადერთია ტოპ 5-ში შემავალ პლატფორმებში, რომელიც Facebook Inc.-ს არ ეკუთნის და მისგან დამოუკიდებლად არსებობს.
Google-მა ხმოვან ასისტენტთან ინტეგრირებული ახალი სისტემა წარადგინა

Google-მა ხმოვან ასისტენტთან ინტეგრირებული ახალი სისტემა წარადგინა, რომელიც ბავშვებისათვის ზღაპრებს მშობლის ხმით „წაიკითხავს“. My Storytime Google-ის სახლის ასისტენტის დახმარებით იმართება და როგორც კომპანიის წარმომადგენლობა ამბობს, ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მშობლებისგან მოშორებით დიდ დროს ატარებენ. მომხმარებელს წინასწარ შეუძლია ჩაწეროს აუდიო ფაილები, შემდეგ კი მისი გაქტიურება უკვე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
სახელისუფლებო “ბლოგერი” ხელოვნური ინტელექსის გენერირებულ ფოტოს იყენებს

ფაქტების გადამოწმების პორტალი, მითების დეტექტორი სახელისუფლებლო “ბლოგერის”, გიორგი აღაპიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს: “სახელისუფლებო “ბლოგერი” გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა” ““გიორგი აღაპიშვილის ბლოგის” პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები გვიჩვენებს, რომ ფოტო პროპგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის.” – წერია ვებ გვერდზე. Facebook გვერდი […]
ბილაინი მობილური ბაზრის ლიდერია

„მობილური კომუნიკაციების ბაზრის ლიდერი საკუთარი აბონენტების მიერ ინტერნეტის მოხმარების მიხედვით (77%-ზე მეტი), „ბილაინი“ აქცენტს IT -სა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე აკეთებს. თანამედროვე ტექნოლოგიით, მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს და კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის მობილური კომუნიკაციის მომსახურებას“. MyBeeline-ს ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის, 1-ლი ადგილი უკავია. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ბილაინს“ ინტერნეტის მოხმარების მიხედვით ბაზრის წილის […]
საქართველოს უნივერსიტეტი კიბერჰაკათონს მასპინძლობს

„საქართველოს უნივერსიტეტი“ 20-21 დეკემბერს კიბერჰაკათონს უმასპინძლებს. კიბერჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს, რომელსაც აქვს სურვილი და იდეა, შექმნას კიბერუსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქტი. ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია.ღონისძიების სპონსორები არიან: იუ ჯი თი, Orient Logic, GREENNET. ჰაკათონს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE) პარტნიორებთან – საქართველოს უნივერსიტეტთან […]
Apple-მა სმარტფონების ახალი ქეისები შექმნა

Apple-მა მობილური ტელეფონების ახალი ქეისები შექმნა, უსადენო დამტენის ფუნქციით. ქეისები სამი ვერსიისათვის iPhone 11, 11 Pro, და 11 Pro Max-ისათვის შეიქმნა. ახალი პროდუქტი წარმოდგენილია სამ ფერში – შავი, თეთრი და ვარდისფერი. მისი ფასი 129 დოლარიდან იწყება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინოვაციური ქეისი ბატარეის სიცოცხლეს 50%-ით ახანგრძლივებს.
HP CUP ჰაკათონის გამარჯვებული სისტემა – RAD გახდა

14-15 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაკათონი გაიმართა, რომლის თემაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნაა – 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიუილი რუკები და სხვა გადაწყვეტილებები. HP CUP ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სისტემა – RAD (Recognize, Analyze, Digitalize). აღნიშნული სისტემა ხელოვნური ინტელექტისა და საფრენი აპარატების მეშვეობით უზრუნველყოფს მის თვალთახედვაში მოხვედრილი […]
Disney+ გამომწერებს სისტემაში არ უშვებს

DISNEY-ის სტრიმინგ სერვისს გლობალური აქტივაციის დღეს, სისტემური პრობლემები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ პლატფორმა სულ რამდენიმე დღის წინ – 2019 წლის 12 ნოემბერს გაეშვა. როგორც ირკვევა, Disney+ გამომწერებს სისტემაში არ უშვებდა, ამასთანავე კი, ვიდეოების დიდი ნაწილიც არ იტვირთებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის გაშვების პირველივე დღეს, 10 მილიონი გამომწერი ცდილობდა სისტემაში შესვლას, ეს კი გახდა მიზეზი სტრიმინგ სერვისის […]
Apple 2 დეკემბერს წლის საუკეთესო აპლიკაციებს და თამაშებს დაასახელებს

APPLE ღონისძიებაზე, რომელიც 2019 წლის 2 დეკემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება, წლის საუკეთესო აპლიკაციებს და თამაშებს დაასახელებს – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. კონფერენციაზე კომპანიის ტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაციასაც ვერ ვიხილავთ, რადგან Apple-ს ახალი პროდუქტების გამოშვების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებაზე Apple-ის და მისი მომხმარებლების რჩეული აპლიკაციები და მობილური თამაშები გამოვლინდება