ტექნოპარკში ორდღიანი ტრენინგი ,,კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის“ მიმდინარეობს

ტექნოპარკში ორდღიანი ტრენინგი ,,კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის“ მიმდინარეობს. ტრეინინგის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოების ტენდენციები დღევანდელ მსოფლიოში, კიბერბულინგი, კიბერძალადობა, საკანონმდებლო მდგომარეობა და სხვ. ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებლებს, გადასცენ ბავშვებს ძირითადი ცოდნა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის, ასევე კიბერბულინგისაგან თავდაცვის შესახებ.

EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება

ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ „პირველი იანვრიდან ყველა ქართველი მეცნიერისთვის, უმაღლესი სასწავლებლისთვის და კვლევითი ინსტიტუტისთვის ერთიანი ევროპული სივრცე […]

“ბილაინის” ხუთი თანამშრომელი ამსტერდამში, საერთაშორისო ჰაკათონში იღებს მონაწილეობას

კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის პროვაიდერი საერთაშორისო ჯგუფი ვიონი (Veon) უკვე მესამე წელია მართავს ინოვაციურ კონკურსს DIGITHON თანამშრომლებისთვის ათივე ქვეყნიდან, სადაც ვიონია წარმოდგენილი.  წელს „ბილაინის“ 5 თანამშრომელი საქართველოდან, ამსტერდამში, „ვიონი ჯგუფის“ საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობს. DIGITHON-ის იდეაა ინოვაციური მიდგომის, კრეატიული აზროვნებისა და თანამშრომლობის წახალისება.

ინსტაგრამზე პლასტიკური ქირურგიის თემატიკის ფილტრები აიკრძალა

Instagram-მა პლასტიკური ქირურგიის თემატიკის ფილტრები აკრძალა. აღნიშნული ფილტრები ადამიანების გარკვეულ ნაწილში, განსაკუთრებით კი მოზარდებში, დეპრესიის რისკს ზრდის, რადგან ისინი საკუთარი გარეგნობის მიმართ უფრო კრიტიკულები ხდებიან და იწყებენ ფიქრს, რომ შესაძლოა პლასტიკური ქირურგია გამოსავალი იყოს. სწორედ ამის გამო კომპანიამ აკრძალა ეფექტები, რომელთა გამოც ადამიანები ნაკლებ მომხიბვლელად, მიმზიდველად გრძნობენ თავს.

ქართული სტარტაპი, რომელმაც Amazon-ის, Stripe-ისა და Segment-ისგან გრანტი მიიღო

ონლაინზარის პლატფორმა LiveCaller-მა $10 000-იანი გრანტი „ამაზონისგან“, $5 000-იანი „სტრაიპისგან“, ხოლო $25 000-იანი „სეგმენტისგან“ მიიღო. “რეალურად, ჩვენთვის სამივე კომპანია მნიშვნელოვანია. სერვერები Amazon-ზე გვაქვს, გადახდისთვის Stripe-ს ვიყენებთ, ხოლო რეპორტინგისთვის – Segment-ს. შესაბამისად, სამივე კომპანიამ დასტური მოგვცა და დავსაჩუქრდით. გრანტი საკუთარ რესურსს დაგვიზოგავს და ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიების სერვისებზე წვდომა უფასოდ გვექნება” – ამბობს ნიკა […]

18-24 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიმართება

18-24 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეული წელს მერვედ ტარდება საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის ნოემბერში პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება,10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი. გლობალური მეწარმეობის კვირეულის მასპინძელი და ორგანიზატორია გლობალური სამეწარმეო ქსელი. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook-ს

Help Make History in Georgia? Join us 24th to Learn More! – დღეს, კონსერვატორიაში

დღეს, 24 ოქტომბერს, 19:00-დან 22:00 საათამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით “Help Make History in Georgia? Join us 24th to Learn More!” “ალბათ უკვე შეიტყვე Startup Grind-ის საერთაშორისო ღონისძების შესახებ, რომელიც თბილისში ტარდება. გაინტერესებს რა არის მისი მიზანი? რატომ ატარებს ის მაღალ მნიშვნელობას ქვეყნისთვის? შემოგვიერთდი და გაიგე მეტი ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი, ესპანელი, და […]

ჰაკათონი – NASA Space App Challenge 18-20 ოქტომბერს გაიმართა

18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ჰაკათონი – NASA Space App Challenge გაიმართა. საბოლოოდ, ათი გუნდიდან გამოვლინდა ორი საუკეთესო, რომელთაც სპეციალურად გამოყოფილი ფულადი პრიზი და Global Award–ზე საკუთარი იდეის წარდგენის უფლება მოიპოვეს. პირველი ადგილი გუნდმა Baby shark-მა დაიკავა, მეორე – Algien. NASA Space Apps Challenge Abastumani გაიმართა Tbilisi Startup Bureau-ისა და ილიას სახელმწიფო […]

პროგრამა “სტარტაპ ანბანი” გრძელდება

პროგრამა “სტარტაპ ანბანი” გრძელდება. აღიშული პროგრამა 11-13 წლის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი და ის სახალისო, მარტივ ენაზე შედგენილ სატრენინგო კურსსა და მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს. „ბავშვებში მეწარმეობის უნარების განვითარება და ადრეული ასაკიდან საკუთარი საქმიანობის მოტივირება ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის საინტერესო მიმართულებაა. თანაც, იგი ჩვენს სტრატეგიულ სეგმენტს – მცირე და საშუალო ბიზნესს უკავშირდება. „სტარტაპ ანბანის“ მხარდაჭერაში გასულ წელს  ჩავერთეთ და […]

Facebook-ს ბნელი რეჟიმი სულ მალე დაემატება

ინსტაგრამის შემდეგ, ფეისბუქი ბნელ რეჟიმს ტესტავს. რედიზაინის განახლების ფარგლებში, ზოგიერთ მომხმარებელთან ფეისბუქმა დიზაინი უკვე შეიცვალა. აგვისტოში ჯეინ მანჩუნ ვონგის თქმით, Facebook ამჟამად მუშაობს ბნელი რეჟიმის შექმნაზე. ფეისბუქის ბნელი რეჟიმი ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა, ამის თქმა ვონგის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც შეიძლება, რომლებიც მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაპოსტა.