Apple 1.2 მლრდ. დოლარით დაჯარიმდა

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Apple 1.2 მლრდ. დოლარით დააჯარიმა. როგორც ირკვევა, კომპანია თავის ეკონომიკურ ბერკეტებს აიფონების, მაკბუქებისა და სხვა მოწყობილობების გადამყიდველთა წინააღმდეგ ბოროტად იყენებდა. გიგანტ კომპანიასთან ერთად, Apple-ის პროდუქციის ორი უმსხვილესი მოვაჭრე – Tech Data და Ingram Micro ასევე დაჯარიმდნენ ჯამში 156 მილიონი დოლარით. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის შესაბამისმა სამსახურმა ერთი წლის წინ კომპანია Google-საც დაუწესა 166 […]
Amazon-ი აჩერებს პროდუქტების საკუთარ ცენტრებში შემოტანას

ამაზონი თავის მომწოდებლებს სთხოვს, რომ დროებით შეაჩერონ მისი ცენტრების არასაჭირო ნივთებით მომარაგება, რათა ყურადღება გამახვილდეს საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე, ვინაიდან კორნავივირუსის გავრცელების ფონზე მათზე მოთხოვნა იზრდება. კომპანიაში განაცხადეს, რომ 17 მარტიდან 5 აპრილამდე პრიორიტეტული იქნება ისეთი საქონელი, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნივთები და სამედიცინო მასალები, რომლებზეც დიდი მოთხოვნილებაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ყალბი SMS-ების შეზღუდვა კორონავირუსის პირობებში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილურ კომპანიებს მიმართავს და სთხოვს შეზღუდონ ყალბი SMS შეტყობინებების დაგზავნა. „კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება. ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ […]
Apple დღეიდან შეზღუდვას უწესებს სხვადასხვა აპლიკაციებს

Apple დღეიდან შეზღუდვას უწესებს ყველა აპლიკაციას, რომელიც კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი პროდუქტით სარგებლის მიღებას ცდილობს. TechCrunch-ის მიხედვით, ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად Apple ამკაცრებს მოთხოვნებს COVID-19-ზე ფოკუსირებულ აპლიკაციებზე. Apple ასევე კრძალავს კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილ თამაშებსა და გასართობ აპლიკაციებს. დეველოპერები ორიენტირებულები უნდა იყვნენ App Store-ში COVID-19-თან დაკავშირებულ ისეთი აპლიკაციების განთავსებაზე, რომლებიც კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქებას დააჩქარებს.
2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ

დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ: მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ: · 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;· […]
Steam-მა ბოლო დღეებში ახალი რეკორდი დაამყარა

24 საათის განმავლობაში სათამაშო პლატფორმას 20 313 451 ადამიანი ეწვია, შესაბამისად Steam-მა გასულ უქმეებზე ახალი რეკორდი დაამყარა.Steam-ს ერთდროულად 20 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, აქედან 6,4 მილიონი კი თამაშში იყო შესული – ეს იყო სათამშო პლატფორმის ისტორიაში პირველი შემთხვევა. წინა რეკორდი გასულ თვეში, 19 მილიონი მომხმარებლით დაფიქსირდა. მომხმარებელთა დიდი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასარიდებლად სახლში უფრო […]
YouTube-მა Trending ღილაკი Explore-ით ჩაანაცვლა

YouTube-მა Trending ღილაკი Explore-ით ჩაანაცვლა. Explore ღილაკის მეშვეობით, შეგიძლიათ იპოვოთ ის ვიდეოები, რომლებიც, მიმდინარე მომენტისთვის, დიდი პოპულარულობით სარგებლობს.ამ დროისთვის განახლების მიღება iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. YouTube-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ პლატფორმის მობაილ ვერსიაში, ღილაკი Trending Explore-ით საბოლოოდ ჩანაცვლდა.
SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

თიბისის პირველი ქართული ნეობანკი – SPACE გერმანიის ბაზარზე შედის. თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი – Space გერმანიის ბაზარზე შედის, რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების შესრულებას გაუმარტივებს. Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ […]
კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი ვებსაიტი შეიქმნა

prevencia.ge – კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი პლატფორმა შეიქმნა საიტს ორი მთავარი მიზანი აქვს: ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სერვისების და პროდუქტების შესახებ, რომლებიც დისტანციურად არის ხელმისაწვდომი; ყალბ ამბებთან ბრძოლა ვებგვერდზე მუდმივად ახლდება სერვისების და პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც დისტანციურად არის ხელმისაწვდომი.
იაპონურმა კომპანიამ Bauhutte გეიმერებისთვის სპეციალური საწოლი შექმნა

ავეჯის მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Bauhutte გეიმერებისთვის სპეციალური საწოლი შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებს, Bauhutte-ის საწოლი კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებსაც გამოადგებათ. ინოვაციური ავეჯი 600-დან 1200 აშშ დოლარამდე მერყეობს. “გეიმერებისთვის განკუთვნილი საწოლი ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ”, – ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ სარეკლამო განცხადებაში.