სილქნეტი პაკეტების გაძვირების პროცესს აჩერებს

0
სილქნეტის განცხადებით, ჯეოსელის პაკეტების გაძვირების პროცესი დროებით ჩერდება. სანამ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბაზარზე მოკვლევას დაასრულებს, მანამ მოხდება მოქმედი ტარიფების შენარჩუნება.  “მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან სილქნეტის მენეჯმენტის   ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია...

ბილაინი ბაზრიდან გასვლას არ გეგმავს – კომპანიის პასუხი კომუნიკაციების კომისიას

0
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა რომ მობილურ ოპერატორ ბილაინს ბაზრის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.  ბილაინში კი აცხადებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ბაზრიდან გასვლას არ გეგმავენ და  1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას ისევ აგრძელებენ.  “ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და,  როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე ყიდვის ან გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა დამომხმარებლებისთვის,”-აცხადებენ ბილაინში. 

ინოვაციური სმარტფონი Meizu-სგან

0
2018 წელი ჩინური კომპანია Meizu-სთვის შედარებით მშვიდი იყო. სხვა გიგანტებისგან განსხვავებით გასულ წელს მათ განსაკუთრებული და ინოვაციური სიახლე არ ჰქონიათ.  2019 წელს კი Meizu აანონსებს მსოფლიოში პირველ სმარტფონს სახელწოდებით Zero, რომელსაც არც...

კომუნიკაციების სააგენტო სილქნეტი-მაგთის საკითხს შეისწავლის

ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებს სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეს ცვლილება ძალაში 18 თებერვილდან შევა. ჯეოსელის აბონენტებს ექვს თვეში ერთი ლარისა და 20 თეთრის, მაგთისაბონენტებს კი ერთი ლარის გადახდა მოუწევთ.  კომპანიები, ასევე, ცვლიან პაკეტების ღირებულებასაც.  აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო.  "ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირებამოახდინოს" - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში. კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ ორივე კომპანიას უკვე მიმართა, რომ საკითხის შესწავლამდე შეჩერებული იქნას ტარიფების ცვლილება.

სულ მალე ბიზნეს აქსელერატორი Spark ამოქმედდება

0
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი Spark-ი ამოქმედდება - ამ ინიციატივის ავტორი თბილისის მერიაა.  ბიზნეს აქსელერატორი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება, თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის...

Airbnb ოკუპირებული რეგიონებიდან აღარ მიიღებს განცხადებებს

0
ინტერნეტ სივრცეში ბინების გაქირავების გლობალური და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა Airbnb. მათი თქმით, ისინი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან აღარ მიიღებენ განცხადებებს. Airbnb-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია იმ კონფლიქტზე,...

ლეგენდარული Motorola RAZR ბრუნდება

0
მობილური ტელეფონი წარსულიდან Motorola RAZR  შესაძლოა სმარტფონის სახით დაბრუნდეს.  The Wall Street Journal-ის თქმით,  ტელეფონი გაყიდვაში,  შესაძლოა,  თებერვლიდან ჩაეშვას. როგორც ვარაუდობენ, მობილური ტელეფონი შესაძლოა  $1500 ღირდეს.  Motorola RAZR-ის სულ პირველადი ვერსია ძალიან წარმატებული და პოპულარული აღმოჩნდა. წლების წინაც იყო მისი ახლებური ვერსიის შექმნის სურვილი, ახლა კი, როგორც ირკვევა, კომპანიაLenovo-მ მობილური ტელეფონის რებრენდინგი საბოლოოდ გადაწყვიტა. 

C4R – ავტოგაქირავების პლატფორმა

0
TBC-ის პლატფორმა სტარტაპერის ერთ-ერთი ახალი სტარტაპი C4R-ა. ეს ავტოგაქირავების პლატფორმაა,რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარი მანქანები გააქირაონ, აკონტროლონ მათი ადგილმდებარებადა მდგომარეობა და ამ ყველაფერში ფულადი სარგებელი ნახონ.  საქართველოში ავტო გაქირავების კუთხით ფუნქციონირებს რამდენიმე ვებ-გვერდი,  თუმცა, C4R საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული პლატფორმაა, რომელიც ტურისტებსაც და მანქანის გამქირავებლებსაც უმარტივებს ფინანსების მოძიების საშუალებას.  სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 

Nike Adapt BB – ბოტასი, რომელის სიმჭიდროვე სმარტფონიდან კონტროლდება

0
Nike Adapt BB - სპეციალურად კალათბურთებისთვის შექმნილი ბოტასია, რომელსაც თასმები არ აქვს. თასმების მაგივრად სიმჭიდროვეს თავად აკონტროლებთ თქვენი სმარტფონიდან. ღილაკზე დაჭერით განსაზღვრავთ თუ როგორ გერგებათ ფეხსაცმელი.  Nike-ის ეს ბოტასი ამერიკაში 17 თებერვლიდან...

IFE 2019 – კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისა და...

0
IFE 2019 - კიდევ  ერთი  შესაძლებლობა  ქართველი  მეწარმეებისა  და  სტარტაპერებისთვის.  2019 წლის 17დან 20 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტარტაპერებსა თუ უკვე დიდი ხნის ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ  საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში.  ღონისძიება ლონდონში გაიმართება.  აღნიშნული გამოფენა საუკეთესო შანსია საკუთარი პროდუქციის წარსადგენად და საინტერესო ბიზნესკავშირების მოსაპოვებლად.  დამატებითი ინფორმაციისთვის - https://www.ife.co.uk/