ქარის ტურბინა ქართული  ფრთებით

0
„ქარის ტურბინა ქართული  ფრთებით“ ასე  ჰქვია  პროექტს,  რომელიც  ქალაქ თელავისევროპული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს. პროექტი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალისტებს შორის მოხვდა. გიორგი პაპაშვილს, ქეთი ამირანაშვილს, ნინო მაისურაძეს, სოფო სვიმონიშვილსა დასერგი დათუნაშვილს ქართული ნედლეულით პოლიმერების (მაღალმოლეკულურინაერთი) მიღებაზე და შემდეგ ამით ქართული ტურბინების ფრთების დამზადების იდეასპონტანურად გაუჩნდათ. იმის გამო, რომ დღევანდელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც,  ჰიდრო-ელექტრო სადგურების  ალტერნატიული ეკოლოგიურად უსაფრთხო წყაროებისარსებობაძალიან პრობლემურია, მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომლისმიხედვითაც ქარის  ტურბინის ფრთა ქართული ნედლეულით დაამზადეს. ამბობენ, რომ  ეს ტურბინის  ფასის  30 პროცენტით გაიაფებას გამოიწვევს. იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში ქარის ტურბინების წარმოების დაწყება,ეკონომიკურ ზრდასა და მთიანი რეგიონების მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს. მე-11 კლასის მოსწავლეებს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ: ისინი ახალი ტიპისპოლიმერების შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ. ამბობენ, რომ ბიზნეს სექტორისდაინტერესების შემთხვევაში ახალ იდეებს გამოყენების სფეროს გამოუძებნიან. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს“ უკვე მეხუთეწელია აშშ-ის  საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოსმასშტაბით მასში 300-მდე გუნდსა და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. შეგახსენებთ, რომ „ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა“ ათასწლეულის ინოვაციისკონკურსის  წლევანდელი გამარჯვებულები 15 აპრილს გამოავლინა.

სოფია – რობოტებს შეუძლიათ ადამიანებს გაუადვილონ განმეორებადი ამოცანები

0
მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. სოფია სამიტის მონაწილეებს...

პირველად საქართველოში 3D ბეჭდვის ტექნოლოგია ნეიროქირურგიაში

0
საქართველოში 5 წლის ბიჭს თავის ქალა-ტვინის უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა. ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვს ნეიროქირურგებმა ოპერაციული ჩარევით სითხის ამოღებასთან ერთად თავის ქალის მოცულობა 32%-ით შეუმცირეს. ოპერაციის სირთულიდან...

ბავშვების ინოვაციური გამოგონება განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით

0
ჩვენ ვიცით, რომ მზის ენერგიას კარგად გამოიმუშავებს პანელი, რომელსაც მზის სხივები 90 გრადუსიანი კუთხით ეცემა. ასევე ვიცით, რომ არსებობს პანელის მოსაბრუნებელი მექანიზმები, ე.წ. ტრეკერები,...

მომავალი წლიდან ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური პასპორტები იქნება ხელმისაწვდომი

0
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვვისას,  საკომიტეტო  მოსმენაზე  განაცხადა,  რომ  მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეები ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ პასპორტებს მიიღებენ. ,,გაისად ჩვენ შემოგთავაზებთ, ახალი თაობის მაღალტექნოლოგიურ პასპორტს, რომელიც პოლიკარბონატის ტექნოლოგიით იქნება დამზადებული“ - განაცხადა წულიკიანმა. წულიკიანმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე 2 მილიონ 700 ათასი ელექტრონული პირადობის მოწმობაა გაცემული, რომელსაც დაცულობის მაღალი სტანდარტი გააჩნია.

საქართველოს პოზიცია ინოვაციების გლობალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

0
საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 59-ე ადგილს იკავებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...

განათლების რეფორმები დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე

0
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმები გატარდება განათლების ხუთივე საფეხურზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და...

ყურძნის უწამლი ჯიშებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი

0
იმის გამო, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკვებმა დანამატებმა ადამიანების ჯანმრთელობა მკვეთრად დააზარალა, სოფელ პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ ისეთი ტექნოლოგია, რომელიც არსებულ მდგომარეობას...

ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონი – ,,hack_a_tour“ მოეწყობა

0
სექტემბერში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონს - ,,hack_a_tour“-ს გამართავს, რომლის მიზანიც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, ასევე ინფორმაციული...

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები გაფართოებულ რეალობაში

0
“არეალი” - ეს არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშომლობის ფარგლებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია, რომელი გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიებას...