Microsoft Surface Book 3 – ახალი ჰიბრიდული ნოუთბუქი

ყოველგვარი ანონსის გარეშე კომპანია მაიკროსოფტმა რამდენიმე ახალი Surface პროდუქტი წარმოადგინა. Surface Book-ის ახალი ვერსია, მეორე თაობის Surface Go და Surface Headphones-ის განახლებული ვარიანტი. Microsoft ამბობს, რომ Surface Book 3 ორჯერ უფრო წარმადია მის წინამორბედზე. ამის მიღწევა მე-10 თაობის Intel Core პროცესორებითა და NVIDIA-ს გრაფიკული ჩიპებით გახდა შესაძლებელი. ნოუთბუქი ხელმისაწვდომი იქნება 13,5 და 15 დიუმიანი ეკრანებით. […]