მთავარი ტეგები Warinukraine

ტეგი: warinukraine

Apple რუსეთში არ გაყიდის iPhone SE, iPad Air 5, Mac Studio და Studio Display-ს

ამავდროულად Apple-მა სრულად მაინც არ დატოვა რუსული ბაზარი. ქსელში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს App Store და მომხმარებლები იღებენ საოპერაციო სისტემების განახლებებს. კვირის დასაწყისში Apple-მა გამოუშვა მისი პროდუქტების საოპერაციო სისტემების განახლება. მომხმარებლებმა რუსეთიდან უპრობლემოდ შეძლეს მათი ჩამოტვირთვა და განახლება. შეუფერხებლად მუშაობს iCloud სერვისიც.

Google Cloud წყვეტს მომხმარებლების რეგისტრაციას რუსეთში

„ჩვენ აღარ ვაფორმებთ ახალ Google Cloud მომხმარებლებს რუსეთში. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს“, - განუცხადეს კომპანიაში Business Insider-ს. ბელორუსიაში სერვისი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

Oracle აჩერებს ყველა ოპერაციებს რუსეთში

კომპანიაში არ განმარტავენ, ეხება თუ არა ეს არსებულ კონტრაქტებს. Oracle-მა რუსეთში მუშაობის შეჩერება გამოაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილ ფედოროვის მიმართვის პასუხად Twitter-ზე. https://twitter.com/Oracle/status/1499058658583490568

Amazon AWS კრძალავს ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას რუსეთში და ბელარუსშსი

კომპანიამ მომხმარებლის რეგისტრაციის დაბლოკვა შაბათ-კვირიდან დაიწყო, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ სამშაბათს გამოაცხადა, წერს The New York Times. „ამჟამინდელი სიტუაციის, გაურკვევლობის გათვალისწინებით, ჩვენ ამჟამად არ ვიღებთ ახალ რუს მომხმარებლებს“, - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა დრიუ ჰერდენერმა.AWS-ს არ აქვს მონაცემთა ცენტრები ან ოფისები რუსეთში.

JetBrains აჩერებს გაყიდვებს რუსეთსა და ბელარუსში

კომპანიამ შეაჩერა მისი ყველა კვლევა და განვითარება აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე JetBrains-ის ხელმძღვანელმა მაქსიმ შაფიროვმა თქვა, რომ კომპანია გმობს რუსეთის მთავრობის ქმედებებს და მხარს უჭერს უკრაინელებს, მათ შორის მის თანამშრომლებს იქ. JetBrains განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებს ყველა გაყიდვას რუსეთსა და ბელორუსიაში, ასევე კვლევებსა და განვითარებას რუსეთში.შაფიროვის თქმით, რუსეთში...

MongoDB ღრუბლოვანი მონაცემთა ბაზები რუსეთში და ბელარუსში აღარ მუშაობს

კომპანიამ გაგზავნა წერილები, რომლებშიც რეკომენდაციას უწევდა მონაცემების შენახვას. MongoDB-მ გააფრთხილა თავისი მომხმარებლები რუსეთსა და ბელორუსში, რომ მათი მონაცემები, რომლებიც ინახება MongoDB Atlas-ის პლატფორმაზე, განადგურდება და მათი შენახვა ურჩია. კომპანიამ შესაბამისი წერილები მომხმარებლებს გაუგზავნა, წერს TAdviser და ის ასევე ხელმისაწვდომია საჯაროდ. ანგარიშების დეაქტივაციის მიზეზად რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ...

Norton და Avast ანტივირუსები არ გაიყიდება რუსეთში და ბელორუსში

ჩეხური და ამერიკული კომპანიები Avast და NortonLifeLock Inc., რომლებიც ცნობილია როგორც ანტივირუსული პროგრამების შემქმნელები, შეწყვეტენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსის რესპუბლიკაში. დეველოპერებმა თავიანთი პოზიცია ახსნეს უკრაინაში ამ სახელმწიფოების ქმედებებზე რეაგირებით. კომპანიებმა შეაჩერეს მომხმარებელთა მომსახურება ბელორუსიიდან და რუსეთიდან.

Sony აჩერებს კონსოლებისა და თამაშების გაყიდვას რუსეთში

უცხოური მედიის ინფორმაციით, როგორიცაა The Verge, CNBC და Reuters, Sony უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და აჩერებს ქვეყანაში PlayStation კონსოლების და თამაშების გაყიდვას. უახლოეს მომავალში დაგეგმილი თამაშების გაშვება არ მოხდება. გარდა ამისა, Sony-მ დახურა PlayStation Store რუსეთში. როგორც რუსული PS მომხმარებლები წერენ, ყიდვის რეჟიმში...

Apple-მა საგაზაფხულო ღონისძიების სტრიმინგი დაბლოკა რუსეთისთვის

კომპანიამ გამორთო მისი საგაზაფხულო პრეზენტაციის ყურების შესაძლებლობა ოფიციალურ ვებსაიტზე და YouTube-ზე რუსეთის ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში Apple-მა შეაჩერა მოწყობილობების მიწოდება და გაყიდვა რუსეთში, შეზღუდა Apple Pay-ის და სხვა სერვისების გამოყენება და ასევე შეაჩერა სარეკლამო კამპანიების დაწყება რუსეთში App Store-ში. ღონისძიების ლაივ-სტრიმი:https://www.apple.com/apple-events/event-stream/ https://www.youtube.com/watch?v=CUwg_JoNHpo

VMWare აჩერებს ღრუბლოვანი პლატფორმების მხარდაჭერას რუსეთში

ვირტუალიზაციის უმსხვილესმა საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა, ამერიკულმა VMware-მა, 5 მარტიდან გამორთო მომხმარებელთა მხარდაჭერა რუსეთში. ის ფაქტი, რომ კომპანია 8 მარტს უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე რუსეთსა და ბელორუსში ყველა ბიზნეს ოპერაციებს აჩერებს, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამაც გაავრცელა. VMware-ის რუსეთის წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, სავარაუდოდ...