იაპონურმა სამაუწყებლო კომპანიამ NHK ორშაბათიდან დაიწყო რეგულარული სატელიტური მაუწყებლობა 8K გარჩევადობით. სატესტო არხის სახელწოდებაა “Super Hi-Vision”.

არხზე გადაიცემა ვიდეო გამოსახულება 4K და 8K გარჩევადობი (7680 x 4320 პიქსელი). 8K გამოსახულება ოთხჯერ მეტ წერტილს შეიცავს ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტს ვიდრე FullHD. 8K სტანდარტი ასევე საშაულებას იძლევა გადაიცეს ხმა 22.2 არხიან ფორმატში.

8K ფორმატში ხელმისაწვდომი კონტენტი საკმაოდ სპეციფიურია: მაგ. J-pop-ის კონცერტი, ბეთჰოვენის ნაწარმოებების კონცერტი იაპონელი დირიჟოსი სეიჯი ოზავას ორკესტრის შესრულებით და 1012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნის საუკეთესო მომენტები.

8K აპარატურის სამომხმარებლო ბაზარზე მიწოდება ჯერ არ დაწყებულა, რადგანაც 4K ტელევიზორებიც კი ჯერ-ჯერობით აღიქმება, როგორც ძალიან ძვირად ღირებული სათამაშო. ამიტომაც NHK-ში გადაწყვიტეს მოწყოთ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი “ტრანსლაციის პუქნტექბი” სადაც 8K ეკრანებია მოთავსებული, რომლებზეც დაგეგმილია რიოს ოლიმპიადის 8K ფორმატში ტრანსლირება.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ NHK დროს უსწრებს, მაგრამ მსგავსი თამამი ნაბიჯების გარეშე პროგრესი ძალიან ნელა მიიწევს წინ. საკმარისი აღვნიშნოთ, რომ პრიველი HD ტრანსლაციები 720p გარჩევადობით NHK-ის თაოსნნობით 80-იან წლებში მიმდინარეობდა და ეს ორი ათეული წლით ადრე ვიდრე ასეთი გარჩევადობა ჩვეულებრივი სტანდარტი გახდა სამომხამრებლო ბაზარზე.

  • ტეგები
  • 4K
  • TV
წინა სტატიაGoogle Launcher-ს ახალი დიზაინი ექნება
შემდეგი სტატიაQualcomm-ის ჩიპსეტის უსაფრთხოების პრობლემა 900 მილიონ მოწყობილობას უქმნის პრობლემას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი