ხუთშაბათს Falcon 9-ის აფეთქებამ ორი გავლენიანი ადამიანის მღელვარებაც გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი, რომლის კომპანიის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას; მეორე კი – მარკ ცუკერბერგი.

ცუკერბერგს ჰქონდა მნიშვნელოვანი ტვირთი ავბედით Falcon 9-ზე: ისრაელში დამზადებული სატელიტი Amos 6, რომელიც განკუთვნილი იყო აფრიკისათვის ინტერნეტის მისაწოდებლად. მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის არსებობა იყო ზედმეტად რეკლამირებული სამოქმედო გეგმა. მარკს სურს, რომ ყველას ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: 32 წლის კაპიუშონიან ენთუზიასტს უნდა რომ დედამიწის ყველა მცხოვრები Facebook-ის მომხმარებელი გახდეს.

შესაძლოა, Amos 6-ის აფეთქება იყო ნიშანი იმისა, რომ ინტერნეტში ყველა ადამიანის ჩართულობის განხორციება არც ისე კარგი იდეაა, როგორც ეს მარკ ცუკერბერგს სურს რომ დაგვაჯეროს.

სამოქმედო გეგმა ცნობილია Internet.org-ის სახელით და მისი განხორციელება 2013 წელს დაიწყო. ზოგადად, გეგმის მიზანია მიაწოდოს ინტერნეტი მსოფლიოს მოსახლეობის იმ ორ მესამედ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია ინტერნეტთან წვდომა. 2015წელს მოხდა Internet.org-ის რებრენდინგი და მას ეწოდა Free Basics. Free Basics მოიცავს არაერთ აპლიკაციას და სევისებს, როგორიცაა BabyCenter და SmartBusiness. იმისათვის, რომ ხალხს ინტერნეტი მიეწოდოს, Facebook იყენებს ისეთ მოწყობილობებს, როგორიცაა Amos 6 და ახლადშექმნილი დრონი სახელად Aquila.

თეორიულად გეგმის მთლიანი იდეა შესანიშნავად ჟღერს: იყოს ყველა ონლაინ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჩვეულებრივ ამის შესაძლებლობა არ აქვს.

“ინტერნეტი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელსაწყო ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის,” – განაცხადა მარკ ცეკერბერგმა 2015 წლის აპრილში.

Facebook არის უზარმაზარი, უძლიერესი კერძო კომპანია, რომელიც არაა დამოკიდებული იმ კანონებზე, რომელზეც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები. წარსულში Facebook-მა ერთხელ უკვე გვაჩვენა, რომ ის საიდუმლოდ ინახავს თავის მოქმედებებს. სავარაუდოდ, ეს დიდი პრობლემაა მაშინ, როდესაც საქმე ეხება სელექტიურად მილიონობით ადამიანისათვის ინტერნეტის მიწოდებას. (აღარ ვლაპარაკობთ უამრავ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე).

Gizmodo-ში დაიწერა, რომ Free Basics არის შეკვეცილი წვდომა ინტერნეტთან ღარიბი ადამიანებისათვის. ეს განცხადება შეუმჩნეველი არ დაუტოვებია იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ ეხებოდა. 2015წლის დეკემბერში, ინდოეთმა შეშფოთება გამოხატა ქსელის ნეიტრალურობის პრობლემებთან დაკავშირებით. ერთი კვირის შემდეგ, Free Basics აკრძალეს ეგვიპტეში. გარდა ამისა, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, უსაფრთხოების ექსპერტების, ქსელის ნეიტრალიტეტის მხარდამჭერების დიდმა ჯგუფმა დაწერა ღია წერილი, სადაც გამოხატავდნენ, რომ ინტერნეტზე წვდომის მიცემა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანებისთვის განიხილება, როგორც ქსელის ნეიტრალურობის პრინციპების დარღვევა.

ცუკერბერგი, როგორც ქველმოქმედი და მხსელი თავს არ ანებებს თავისი იდესი განხორციელებას. თუ გავიხსენებთ ის თავის დროზე გვაფრთხილებდა, რომ არსებობს ზედმეტი ექსელის ნეიტრალურობაც. ივნისში მარკმა გაუშვა Auila, რომელიც კიდევ ერთი მცდელობაა გავრცელდეს შეზღუდული ინტერნეტი. ამ კვირაში კი მან ყველაზე მეტი დრო სატელიტზე საუბარს დაუთმო, რომელიც კავშირის უფრო მეტ შესაძლებობას და მეტ შანსს მისცემდა ბიზნესს მსოფლიოს ყველა წერტილში, რაზეც ის თავის პოსტში საუბრობდა Atmos 6-ის გაშვების შესახებ.

სამწუხაროდ სატელიტი გაშვებამდე ცეცხლმა შთანთქა, რამაც ცუკერბერგის ძლიერი იმედგაცრუება გამოიწვია, თუმცა ის ამბობს, რომ ეს დასასრული არ არის. “ჩვენ ჩვენს მისისას შევასრულებთ და ხალხს მთელი მსოფლიოდან ინტერნეტში ჩავრთავთ” – თქვა Gizomodo-თან ინტერვიუში კომპანიის პრეს-სპიკერმა.

 

წინა სტატიაGalaxy Note 7-ის ინციდენტი Samsung-ს 1 მილიარდი დაუჯდება
შემდეგი სტატიაAppe iPhone 7 და WATCH Series 2

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი