კომპანია Microsoft-ის CEO-მ, სატია ნადელამ განაცხადა, რომ ბოტები შესაძლებელია იყოს ისევე დიდი, როგორც მობილური აპლიკაციები. ტექნოლოგიების არაერთმა ექსპერტმა იწინასწარმეტყველა, რომ დასრულდა აპლიკაციების ერა და გვიახლოვდება ბოტების ოქროს ხანა.

პოპულარული სასაუბრო აპლიკაცია Kik-ის დამგუძნებელი ტედ ლივინგსტონი, აცხადებს, ხალხისგან დიდია იმის მოლოდინი, რომ ბოტები ჩვეულებრივი ადამიანებივით დაელაპარაკებიან ჩატში, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

ხელოვნური ინტელექტი და ბუნებრივი მეტყველების კვლევის პროცესი არ მისულა იმ სტადიამდე, რომ შესაძლებელი იყოს საინტერესო და ძლიერი თანამოსაუბრე ბოტის შექმნა.

2016 წლის აპრილში, Kik-მა თავისი პლატფორმა დეველოპერებისთვის ღია გახადა. ამ ოთხი თვის განმავლობაში დეველოპერებმა შექმნეს დაახოებით 20 000 ბოტი Kik-თვის. მათ გაცვალეს დაახლოებით 2 მილიარდი გზავნლი Kik-ის მომხმარებლებს შორის. ბოტები სხვადასხვა სფეროს მოიცავს: CNN-ის ახალი ამბების ბოტი,  გეიმინგ ბოტები, H&M-ის ფეშენ ბოტები და ა.შ.

ყოველი ბოტი იყენებს Kik-ის ჩათის ინტერფეისს. ლივინგსტონი ამბობს, რომ ხალხი არ უნდა იყოს შეპყრობილი ბოტების “მოსაუბრე” კომპონენტით. მისი აზრით, დეველოპერებმა, რომელთაც სურთ ისარგებლონ სამესიჯო აპლიკაციების მასიური პოპულარულობით, უმჯობესია ყურადღება გაამახვილონ ჩინეთის ყველაზე პოპულარულ ჩათ აპლიკაციაზე სახელად WeChat. ესა არის აპლიკაცია, რომელიც მოქმედებს უამრავ ვებ და ელექტრონული კომერციის სერვისებს შორის, როგორც გეითვეი.

ლივინგსტონის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ბოტები ჯერ ვერ ჩაანაცვლებენ აპლიკაციებს. ეს არ არის მიზანი. ხალხი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს ჩათში, ამიტომ მიზანია რომ ამ დროის განმავლობაში მეტ სასარგებლო ინფორმაციას გადააწყდნენ. სწორედ ამიტომ ბოტები არის საინტერესო.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here