Android OEM (ანდროიდის ორიგინალური მოწყობილობების მწარმოებლები)-ების საქმიანობა ამ სიტყვებით რომ ამოიწურებოდეს, მათი საქმე გაცილებით უკეთესად იქნებაოდა, მაგრამ თანამედროვე სმარტფონების სამყაროში საკმარისი არ არის ახალი გაჯეტის შექმნა მძლავრი ტექნიკური მონაცემებით. საჭიროა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, მათი მხარდაჭერა, განახლება და უსაფრთხოების პატჩები და მათი ფასის სწორად შერჩევა. ყველა ვერ ახერხებს ამ ყველაფრის მაღალ დონეზე გაკეთებას, რის გამოც მათი რეიტინგი ეცემა, რაც ზრადი კონკურენციის ფონზე ცნობილი ბრენდების თამაშიდან გავარდნას იწვევს.

მოდით ვნახოთ Sony, ყველაზე დიდი საფრთხე მას ემუქრება Android-ების სამყაროში. Sony მოხლოდ პრემიუმ კლასის გაჯეტების შექმნა იცის. ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი Xperia Z სერიები ასე თუ ისე ვითარდებოდა. Z1-დან Z5-მდე და უკვე უახლესი XZ სერიებიც კი გამოვიდა, მაგრამ არ შეცვლილა მიდგომა. ტიპიური Xperia ფლაგმანი საკმაოდ ძვირი ღირს და მართლაც უახლესი აპარატული შიგთავსით არის აღჭურვილი, აქვს ულამაზესი დიზაინი, მაგრამ გაშვებისას არასდროს არ აქვს Android-ის უახლესი ვერსია და ტრადიციულად ძალიან მაღალი დონის კამერა ცუდ ფოტოებს, მხოლოდ სუსტი პროგრამული უზრუნველყოფის გამო იღებს. აღსანიშნავია, რომ Sony Xperia XZ-ის წარმოდგენისას დაგვპირდა ფოტოების ხარისხის გამოსწორებას, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფა მაინც არადამაჯერებლად გამოიყურება.

Sony-ს უამრავი ფანი ძალიან შეწუხებულია იმით, რომ კომპანია წლიდან წლამდე ერთსა და იგივე შეცდომებს უშვებს. ახალი Xperia XZ გაყიდვაში ოქტომბრიდან შემოვა და მისი აპარატული და პროგრამული შესაძლებლობელი ულტრა-ხელმისაწვდომი Xiaomi Mi 5-ის ან ამ გაზაფხულს თუ ზაფხულს გამოსული OnePlus 3-ის ექვივალენტური იქნება. XZ-მა საკმაოდ დაიგვიანა, ძვირია და პრემიუმ კლასის კატეგორიაში, რომელსაც Sony უმიზნებს iPhone 7-ის გარდა კიდევ არის სხვა უფრო მომხიბლავი სმარტფონები. შემდეგ თვეში Google წარმოადგენს თავის ახალ ფლაგმანებს და Sony-ს სიახლე უბრალოდ ჩაიკარგება უფრო ხმაურიანი ანონსების ფონზე.

შესაძლოა მომავალ წელს საერთოდ არ ვიხილოთ ახალი Xperia, რაც მიმდინარე და დაგეგმილი მობილური განყოფილების რეორგანიზაციით იქნება გამოწვეული. შესაძლოა მომავალი წლიდან კომპანიამ მობილური მიმართულება საერთოდ შეაჩეროს.

მსგავსი რამ შეიძლება HTC-ის შესახებაც ვთქვათ. კომპანია რომელიც პირველი იყო Android-ების წარმოებაში ახლა მის მთელს ენერგიას Vive VR ჩაფხუტის დამზადებაში იყენებს. რას შვებოდა HTC-ის მობილური დივიზია 2016 წელს? მათ HTC 10 გამოუშვეს, რომელიც უნაკლო დიზაინის, შესანიშნავი წარმადობის და სოლიდური კამერის მფლობელია. მშვენიერი ტელეფონი და მაღალი ფასი არ განაპირობებს გაყიდვების დიდ რაოდენობას, მაგრამ საშინელ Desire 530-სა და 630-თან შედარებით კარგი შედეგი მაინც მივიღეთ, რომელიც ბაზრიდან გაცილებით იაფფასიანმა ჩინურმა ალტერნატივებმა გარიყეს.

IFA 2016-ზე წარმოადგინეს One A9S, რომელიც გასული წლის A9-ის შესუსტებული ვერსიაა, უფრო დაბალი ეკრანის გარჩევადობით და იმედით, რომ პრემიუმ კლასის კორპუსით მაინც მოხიბლავდნენ მომხმარებელს. ერთი საათიც კი არ იყო გასული ამ ანონსიდან როცა Huawei-მ ცოცხლად დამარხა ის თავისი ახალი Nova სმარტოფნებით, რომლებსაც ორივეს გაცილებით უკეთესი აკუმლატორი და ახალი პროცესორები აქვს. HTC-ის პრობლემა უფრო მოქნილი და იაფფასიანი კონკურენტები გახდა და მისი უპირატესობა, როგორც უკეთესი დიზაინის მქონე ბრენდი საერთოდ უკვალოდ გაქრა. მიმდინარე წლის ინოვაცია, რომელიც HTC-მ შემოგვთავაზა პროდუქტების ვირტუალური გაშვების ღონიძებები იყო ინტერნეტში სტრიმინგის საშუალებით.

LG-ის დროც დადგა, რომელიც ერთი შეხედვით ყველაზე უფრო დიდ საფრთხეშია, მაგრამ მათ ეს წელი გაცილებით უკეთესად გამოიყენეს ცვლილებების თვალსაზრისით. მეტალის სმარტფონებზე უარის თქმის შემდეგ, რაც G5-ის ჩაფლავებამ გამოიწვია ავტომატურად გადაიყოლა მოდულური დიზაინის პერსპექტივაც. Galaxy S7-ის დიზაინის ჩრდილსი და Huawei P9-ის ფასის ზეწოლამ LG G5-საც მიუჩინა ადგილი წლის წარუმატებელი პროექტების გვერდით.

ამ თვეში გაშვებული LG V20, რომელიც Apple-ის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე გამოვიდა უბრალოდ ჩაიკარგა iPhone 7-ის ფონზე. V20 პირველი ახალი სმარტფონია, რომელიც Android 7.0 Nougat-იტ გამოვიდა, ბოლო ვერსიით, მაგრამ LG-ის გადაწყვეტილება შეენარჩუნებინა მეორე ეკრანი და მოხსნადი უკანა პანელი სმარტფონის პრემიუმ კატეგორიიდან სპეციფიურ ნიშაში გადანაცვლების მიზეზი გახდა. შესაბამისად LG V10-ის მასიური გაყიდვების იმედიც გადაგვეწურა.

გარკვეულ მომენტში ჩვენ შეიძლება ვერც კი მივხვდეთ თუ რატომ უშვებს საერთოდ ეს კომპანია ტელეფონებს. HTC-ისა და Sony-ს მსგავსად მისი მობილური ბიზნესი წლების განმავლობაში წარუმატებელია. რა თქმა უნდა LG საკმაო რაოდენობით ბიუჯეტურ მოდელებს ყიდის, მაგრამ ბიზნესის მთავარი მიზანი ხო აშკარად მოგებაა? არც Sony-ს და არც LG-ის ფლაგმანები არ არის მჭიდრო კავშირში მათსავე ეკოსისტემებთან, როგორიცაა PlayStation ან LG-ის ჭკვიანი სახლი. ეს ის სფეროებია სადაც ორივე კომპანიამ სცადა ბედი, მაგრამ არ გაუმართლა ეს სამყაროები ერთმანეთთან დაეკავშირებია. რჩება მხოლოდ ერთი მიზეზი და ეს ძალიან პრიმიტიულია: ეს კომპანიები  უშვებენ ტელეფონებს და ეს ის არის რასაც ყოველთვის აკეთებდნენ.

რა თქმა უნდა ჩამოთვლილი სირთულეები ნათლად გვაჩვენებს თუ, რამდენად ძნელია იყო Android OEM. ძნელია იპოვო დიდი კომპანია, რომელიც ბიზნესიდან გავიდა Android-ის გამო. Nokia-ს ისტორია Windows Phone-ს უკავშირდება, Palm – საკუთარი webOS-ის მსხვერპლი გახდა, რომელსაც წერტილი HP-და ბოლოს LG-ის ტელევიზორებმა დაუსვეს. BlackBerry-მ Android-ზე გადაინაცვლა მას შემდეგ რაც მისი BB 10 საოპერაციო სისტემა დეველოპერებმა მიატოვეს. ასე რომ Android-მა ჯერ არც ერთი მისი მხარდამჭერი არ გაწირა, თუმცა დროება იცვლება. დღეისათვის გაყიდვებში ჩინური ბრენდები ლიდერობენ, რომლებიც ძალიან იაფად აწარმოებენ და მოგების მინიმალური მოთხოვნილება აქვს და რა თქმა უნდა მწვერვალზე Apple და Samsung-ია, რომლების პრემიუმ სტატუსი ჯერ-ჯერობით ეჭვქვეშ სერიოზულად არ დამდგარა.

Android ეკოსისტემა დღეს ყველაზე დივერსიფიცირებულია, მაგრამ ყველაზე დიდი საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ პატარა ბრენდები მათი მცირე მოცულობის გაყიდვებით გაცილებიტ მარტივად გადარჩებიან და შეინარჩუნებენ სტატუსს ვიდრე გიგანტები, როგორიცაა Sony, LG და HTC, რომლებიც მალე თვალტახედვის მიღმა აღმოჩნდებიან.

წყაროTheVerge
წინა სტატიამიწისძვრის გამო Samsung-მა წარმოება შეაჩერა
შემდეგი სტატიაGoogle-მა Chromebook-ები Android ლეპტოპებად აქცია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი