Google-ის ლეპტოპები ცნობილია მათი ხელმისაწვდომი ფასით და აპლიკაციების სიმცირითაც, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მათზე Windows-ისა და Mac OS-ის აპლიკაციები არ ეშვება. მიუხედავად ამისა, ივნისის დასაწყისიდან Chromebook-ებს ექნებათ საშუალება გაუშვან მილიონზე მეტი Android აპლიკაცია Play Store-დან.

2014 წლის მცდელობის შემდეგ, როცა გარკვეული რაოდენობის Andorid აპლიკაციების Chrome-ზე გაშვება გახდა შესაძლებელი, ეს გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. Android აპლიკაციებზე წვდომა იაფფასიანი მოწყობილობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის ყველაზე დიდ სისუსტეს, აპლიკაციების სიმცირის პრობლემას აგვარებს.

უმრავლესობა Chromebook-ებისა ძალიან მალე მიიღებს 3D თამაშებს, შეძლებენ Facebook Messenger-ით სარგებლობას და გაუშვებენ Microsoft Office-ის Android ვერსიებს. შეძლებთ გაუშვათ აპლიკაციები როგორც სრულ ეკრანზე, ასევე ფანჯრებში, როგორც ჩვეულებრივ სამაგიდო საოპერაციო სისტემაში.

f101_pixel2_silver_playstore

Chrome-ის ვებ აპლიკაციებისგან განსხვავებით, ზოგიერთ Android აპლიკაციას არ სჭირდება მუდმივი შეერთება ინტერნეტთან. Google-ის საკუთარი Photos და Play Music აპლიკაციები Offline რეჟიმშიც იმუშავებს. შეძლებთ გადმოტვირთოთ ფოტოები, ვიდეოები და მუსიკა და გამოიყენოთ ისინი თუნდაც ხანგრძლივი გადაფრენების დროს, როცა ინტერნეტზე წვდომა არ გაქვთ.

შეზღუდვები შეეხება აპლიკაციებს, რომლებიც საჭიროებს სპეციფიკურ სენსორებს, რომლებსაც Chromebook მოწყობილობები არ ფლობს, როგორიცაა GPS ან აქსელერაციის სენსორი. ასეთი აპლიკაციები არ გამოჩნდება Chromebook-ის Play Store-ში. როგორც Chrome OS პროდუქტების მენეჯერი კან ლიუ ამბობს, „ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ყველა Android აპლიკაციას, მათი აპარატული მოთხოვნების შესაბამისად“.

Play Store თავდაპირველად გამოვა Chromebook-ებისთვის, რომლებიც თაჩსქრინებითაა აღჭურვლილი. ასეთია: Chromebook Pixel 2, Asus Chmebook Flip და Aces Chromebook R11. ლიუ ამბობს, რომ Google განაგრძობს მუშაობას იმაზე, რომ სხვა მოწყობილობებმაც მიიღონ Play Store-თან თავსებადობა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა მოწყობილობამ მიიღოს Android-აპლიკაციების მხარდაჭერა, მაგრამ კომპანია გვპირდება, რომ ნახევარზე მეტ ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოებულ Chromebook-ებს 2016 წლის ბოლომდე ექნება Play Store-თან წვდომა.

უკვე დიდი ხანია Google გვპირდება, რომ Chrome OS და Android გაერთიანდება. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ამ მიმართულებით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here