Google ახალ ვიდეომესინჯერ Duo-ს შემოგვთავაზებს, რომელიც Skype-ის მთავარი კონკურენტი გახდება. ახალი პროდუქტი კონკურენციას Apple-ის FaceTime-საც გაუწევს. აპლიკაციის გადმოწერა უახლოეს დროში იქნება შესაძლებელი Google Play  და App Store ონლაინ მაღაზიებიდან.

Duo-ს მთავარი თავისებურება არის მარტივი ინტერფეისი. გაშვების შემდეგ მომხმარებელი ნახავს გამოსახულებას წინა კამერიდან და ღილაკს ვიდეოზარი, რომელზეც დაჭერისას გამოჩდენბა კონტაქტების სია, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება დარეკვა.

Duo-ში რეგისტრაცია განხორციელდება Google-ის ანგარიშთან მიბმის გარეშეც, რაც მხოლოდ ტელეფონის ნომრით ავტორიზაციას გულისხმობს. სისტემა ავტომატურად გაზომავს ქსელის გამტარუნარიანობას და ამის მიხედვით მოახდენს კოდეკების ოპტიმიზაციას. შესაძლებელი იქნება კავშირის ხელით დარეგიულრებას, რაც მაქსიმალურად სტაბილურ მოუშაობას უზრუნველყოფს ინტერნეტთან კავშირის ნებისმიერ პირობებში.

Duo-ს კიდევ ერთი ფუნქცია არის Knock Knock, რომლის საშუალებითაც კავშირის დაწყებამდე დაინახავთ თანამოსაუბრეს.

არის სკეპტიკური მოსაზრებებიც იმის შესახებ, რომ Google-ს დააგვიანდა მსგავსი პროდუქტის გაშვება და მომხმარებლებს უკვე აქვთ რჩეული აპლიკაციები და მათი გადაბირება საკმაოდ ძნელი იქნება, თუმცა პროდუქტის რელიზამდე მისი წარმატების ან კრახის შესახებ საუბარი მემგონი უადგილოა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here