კომპანია Google-მა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დააწესებს შეზღუდვას კრიპტოვალუტის რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საძიებო სისტემების გიგანტურმა კომპანიამ უკვე დაიწყო სარეკლამო პუბლიკაციებისა და სხვა პროდუქტების დაბლოკვა, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ რისკებთან. 

აღსანიშნავია, რომ ამა წლის იანვარში Facebook-მა საკუთარ საიტზე უკვე დააწესა შეზღუდვა კრიპტოვალუტის რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით. თუმცა, Bloomberg-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ფუნქცია არც თუ ისე იდეალურად მუშაობს. მაგალითად, თუ სიტყვაში "Bitcoin" ასო "o"-ს შევცვლით ციფრი "0"-თი, ბლოკირება აღარ მუშაობს. Google-ის წარმომადგენლები Bloomberg-ს დაპირდნენ, რომ ამგვარი მოწყვლადობები არ გაეპაროთ.

Google-ის ახალი შეზღუდვა ძალაში შევა ამა წლის ივნისში.

წინა სტატიაWindows-ის «Яндекс.Браузер»-მა ლაპარაკი ისწავლა
შემდეგი სტატიაApple რიგგარეშე ღონისძიებას ჩაატარებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი