კომპანია Apple-მა შეცვალა საძიებო სისტემა Siri-ში და Spotlight-ში iOS-სა და macOS საოპერაციო სისტემებში. აქამდე კომპანია არც ისე პოპულარულ Microsoft Bing-ს იყენებდა, ხოლო აწი სმარტფონებშ, პლანშეტებში და კომპიუტერებში Apple ინფორმაციას Google-ის ლიდერი საძიებო სისტემით განაცორციელებს.

ჭორებს თუ დავუჯერებთ Google-მა Apple-ს სამი მილიარდი დოლარი გადაუხადა მსიი საძიებო სისტემაზე გადასვლისათვის. Safari-ში ისევე, როგორც მანამდე შესაძლებელია რამდენიმე საძიებო სისტემის ამორჩევა: Googel, Yandex, Yahoo, Bing და DuckDuckGo. Siri-სა და Spotlight-ში ნაგულისხმევი საძიებო სისტემის შეცვლა შეუძლებელია.

Bing ნაგულისხმევ საძიებო სისტემად iOS და OS X-ში 2014 წლიდან გამოიყენება. Siri-ში ის 2013 წლიდან დაემატა ხოლო 2017 წელს Apple ახალ ჭკვიან დინამიკს HomePod-ს გამოუშვებს, რომელშიც ხმოვანი ასისტენტი Siri არის ჩაშენებული და ისიც ლოგიკურია Google-ის საშუალებით განახორციელებს ძიებას.

წინა სტატიაiPhone X-ის პრეზენტაციიდან 10 დღეში Apple-ის კაპიტალიზაცია თითქმის 50 მილიარდით შემცირდა
შემდეგი სტატიაiOS 11 ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდრე iOS 10

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი