Android 8.0 Oreo – უფრო უსაფრთხო, ჭკვიანი, მძლავრი და ტკბილი

შედგა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიზი Android-ის ფანატებისთვის – კომპანია Google-მა ოფიციალურად წარმოადგინა ღია საოპერაციო სისტემის მორიგი ვერსია. რამდენადაც ყველა სიახლის შესახებ ისედაც ყველაფერი ცნობილი იყო რჩებოდა მხოლოდ ერთი საიდუმლო და ისიც გაირკვა. საბოლოოდ ახალ ვერსია Oreo დაარქვეს რაც ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი.

Android 8.0-ის სამომხმარებლო ინტერფეისმა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება განიცადა, მაგრამ პროგრამულად და ფუნქციონალის მხრივ იქ ძალიან ბევრი სიახლეა. მოდით ვნახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის:

  • პარამეტრებში დაემატა აპლიკაციებისთვის სხვა აპლიკაციების დაფარვის აკრძალვა, რაც ვირუსების წინააღმდეგ და სრულ ეკრანიანი რეკლამის საწინააღმდეგო ფუნქციაა.
  • ხატულები უკვე შეიძლება ერთიან სტილში გაკეთდეს (სჭიროა დეველოპერების მხრიდან ოპტიმიზაცია). მომხმარებლს ასარჩევად აქვს ხატულების ფორმის რამდენიმე ვარიანტი.
  • აპლიკაციების ხატულებს ახალი შეტყობინებების ინდიკატორები გაუჩნდა.
  • შეიცვალა სისტემური ხატულები
  • გაჩნდა შეტყობინენებების არხები
  • მუსიკალური ფლეერების და მსგავსი აპლიკაციების შეტყობინებები ახლა უკვე ჩართული კომპოზიციის ალბომის არტებს აჩვენებს
  • დაემატა “სურათი სურათში” ფუნქცია
  • სისტემა ავტომატურად აირჩევს საჭირო ტექსტს მასზე ორმაგი შეხებით. ეს შეიძლება იყოს მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.
  • ველების ავტომატურად შევსება მთელს სისტემაში მუშაობს
  • სრულიად განახლდა პარამეტრების მენიუ
  • განახლდა შეტყობინებების ცენტრი
  • განახლდა სწრაფი პარამეტრების მენი
  • გამოჩნდა ნავიგაციის პანელის პარამეტრები სადაც ღილაკების განლაგების შეცვლაა შესაძლებელი
  • გადამუშავდა ბლოკირების ეკრანი
  • დაემატა LDAC, aptX, aptx HD, SBC და AAC ფორმატების სისტემური მხარდაჭერა
  • გამოჩნდა ფიზიკური კლავიატურების მხარდაჭერა
  • შესაძლებელია აპლიკაციების ფონურ რეჟიმში მუშაობის შეზღუდვა
  • დაემატა AdobeRGB, Pro Photo RGB და DCI-P3 ფერთა პროფილების მხარდაჭერა
  • ახალი ემოჯი

ზემოთ ჩამოთვლილი რა თქმა უდან არასრული სიაა იმ ფუნქციონალისა, რომელიც Android Oreo-ში შემოგვთავაზა კომპანიამ. უფრო მეტის გაგება Android-ის ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი.

უკვე დღეს Google გამოაქვეყნებს AOSP პროექტში საოპერაციო სისტემის წყარო კოდს, ხოლო Pixel და Nexus მოწყობილობები ძალიან მალე მიიღებენ ავტომატურ განახლებას. Android O ხელმისაწვდომი იქნება Pixel, Pixel XL, Pixel C, Nexus 6P, Nexus 5X და Nexus Player მოწყობილობებზე. Google ასევე თანამშრომლობს Essential, General Mobile, HMD Global Home of Nokia Phones, Huawei, HTC, Kyocera, Samsung, Sharp და Sony-თან, რომ მათი უახლესი მოწყობილობებიც განახლდეს Android 8.0 ვერსიამდე წლის ბოლომდე.

წინა სტატიაXiaomi Mi Mix-ის შემქმნელებმა მეორე თაობის კონცეპტი წარმოადგინეს
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა Windows 10 Pro-დან ReFS-ის მხარდაჭერა ამოიღო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი