2012 წელს კომპანია Microsoft-მა პირველად წარმოადგინა ახალი თაობის ფაილური სისტემა Windows 8-ისათვის, რომელსაც ReFS დაარქვა. ახალი ფაილური სისტემა უზრუნველყოფს ინფორმაციის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ეფექტურ მასშტაბირებადობას და მაღალ სანდოობას. ინფრომაციის ინტეგრულობის შემოწმების მექანიზმებით ReFS-ს შეუძლია აღმოაჩინოს დაზიანებული მონაცემები სარკულ დისებზე და ისინი ჯანმრთელი ასლებით ჩაანაცვლოს სხვა დისკებიდან.

მიმდინარე მომენტამდე ReFS Windows 8.1 და Windows 10-ის შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ Windows 10 Fall Creators Update-ში სიტუაცია შეიცვლება. ახლა უკვე ReFS ფაილური სისტემით დისკების დაფორმატება შესაძლებელი მხოლოდ Windows 10 Enterprise და Windows 10 Pro for Workstations-ზე იქნება შესაძლებელი. სხვა დანარჩენი რედაქციებიდან ეს ფუნქციონალი წაშლილი იქნება. რა თქმა უნდა უკვე შექმნილი პარტიციებში ჩაწერა წაკითხვა ამ საოპერაციო სისტემებს შეეძელბა.

საერთო ჯამში ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკურია, რადგანაც Windows 10 Pro for Workstation-ის ერთ-ერთი უმთავრესი განმასხვავებელი ფაქტორი ხომ სწორედ ReFS ფაილური სისტემაა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here