Huawei ბაზარზე თავისი პოზიციის გაძლიერებას აგრძელებს. სანამ Apple და Samsung ერთმანეთს ებრძვიან, ამბიციური ჩინური კომპანია აგრძელებს ახალი ტექნიკის შექმნას და ინოვაციური იდეების განხორციელებას. ორი წლის წინათ, კომპანია Huawei დაეწია მსოფლიო გიგანტებს. მან პირველმა გამოიყენა Force Touch ტექნოლოგია Mate S-ში. ამგვარი ხრიკი მუდამ წარმატების მომტანია. ამ დღეებში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია მუშაობს დაჭერის ძალის აღმქმელ ტექნოლოგიაზე. ჩინელებმა უკვე დაარეგისტრირეს “Huawei 4D Touch”.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ იქნება რეალიზებული ახალი ტექნოლოგია და რამდენად სასარგებლო იქნება ის მომხმარებლებისათვის. შესაძლებელია ის გახდეს 3D Touch-ის “მკვლელი”, შესაძლოა – თითქმის შეუმჩნევლად ჩაიაროს, როგორც მისმა წინამორბედმა Force Touch-მა ჩაიარა, რომელმაც კონკურენციას ვერ გაუძლო. ამის შესახებ მალე გავიგებთ.

გავრცელებული აზრის მიხედვით, 4D Touch-ით მხარდაჭერილი პირველი სმარტფონი Huawei Mate 10 იქნება. ასევე მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება Huawei-ის 2018 წლის ყველა მოწყობილობაზე.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი