კომპანია Wandera-ს გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ახალი საოპერაციო სისტემა iOS 11 ორჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს iPhone-სა და iPad-ზე ვიდრე წინამორბედი. შეგახსენებთ, რომ iOS 11-მდე განახლების შემდეგ მომხმარებლებს პრობლემები შეექმნა წარმადობასთან, ინტერფეისში შეცდომებთან და ავტონომიურობასთან. Wandera-ს სპეციალისტების ანგარიშის თანახმად iPhone და iPad-ები, რომლებიც iOS 10-ზე მუშობენ აკუმლატორის მუხტი 100-დან 0 პროცენტამდე 240 წუთში ჯდება, ხოლო iOS 11-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მცირდება.

Wandera-მ ჩაატარა გამოკვლევა სადაც 50 000 მომხმარებელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც თავის მოწყობილობებს საშუალო და მაქსიმალური დატვირთვით იყენებდნე. სამი დღის განამვლობაში iOS 10-სა და iOS 11-ზე კონტროლდებოდა ენერგიის დანახარჯი. როგორც ზევით აღვნიშნეთ iOS 10-ზე მოწყობილობები საშალოდ 240 წუთი ძლებდა, ხოლო iOS 11-ზე ეს მაჩვენებელი 96 წუთამდე დაეცა. Wandera გვთავაზობს ამ ციფრებს სხვა ჭრილში გადავხედოთ:

“ენერგიის მოხმარების სიჩქარე iOS 10-ში 0,006958% წამში, ხოლო iOS 11-ში 0,01739%”

ინტერნეტში უკვე ვრცელდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გავზარდოთ iOS 11-ის ავტონომიურობა. ამისათვის გვთვაზობენ ზოგიერთი აპიკაციების წაშლას და ზოგიერთი სერვისების გამორთვას. კომპანია Apple ჯერ-ჯერობით არ აღიარებს ენერგიის გაზრდილ ხარჯვას, თუმცა ახლო მოავალში შესაძლოა გამოუშვას განახლება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

წყაროfudzilla
წინა სტატიაApple-მა Bing-ს Google-ის ძიება არჩია
შემდეგი სტატიაFirefox Quantum – უფრო მინიმალისტური და უფრო სწრაფი ვიდრე Chrome

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი