მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm კალიფორნიის სამხრეთის ოლქის სასამართლოში საჩივრით შევიდა, რომელშიც ნათქვამია, რომ Apple არღვევს მათთან დადებულ ხელშეკრულების პირობებს, დევნის პარტნიორს სხვა და სხვა ქვეყნების რეგულატორების გამოყენებით და ასევე “არ იყენებს Qualcomm-ის ჩიპებს სრული დატვირთვით iPhone 7-ში”.

“Apple ვერ შეძლებდა iPhone-ის უძლეველი იმპერიის შექმნას, რომელმაც ის ყველაზე მომგებიან კომპანიად აქცია მსოფლიოში და სმარტფონების ბაზარზე მოგების 90% მისცა, რო არა Qualcomm-ის ტექნოლოგიბი. ახლა უკვე ათწლიანი ზრდის შემდეგ Apple უარს ამბობს დამკვიდრებულ ფასაეულობებზე, რომელსაც ეს ტექნოლოგიები წარმოადგენენ” ნათქვამია Qualcomm-ის განცხადებაში.

Apple-მა Qualcomm-ს 2017 წლის იანვარში უჩივლა, რპოცესორების ფასის გადამეტებაში დასდო ბრალი და 1 მილიარდის უკან დაბრუნება მოთხოვა. ამის გარდა Apple-ის მტკიცებით Qualcomm უკრძალავდა პარნიორს აეერჩია ჩიპების სხვა მომწოდებელი და პროდუქტის შეძენასთან ერთად აიძულებდა გადაეხადა პატენტების გამოყენების უსამართლოდ დიდი საფასურიც.

ამის შემდეგ ა.შ.შ-ს ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ ასევე ბრალი დასდო Qualcomm-ს მოდემების ბაზრის მონოპოლიზებაში რასაც 2016 წელს სამხ. კორეის ანტიმონოპოლიური სამსახურის მსგავსი ბრალდება უძღოდა წინ, რის შედეგადაც კომპანია 854 მილიონით დაჯარიმდა კონკურენციისთვის წინააღმდეგობის შექმნაში.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here