Fastlane Tools-ის შემქმნელმა და Google-ის თანამშრომელმა ფელიქს კრაუზემ აღმოაჩინა, რომ ნებისმიერ აპლიკაციას iOSზე შეუძლია მომხმარებელს უთვალთვალოს გაფრთხილების გარეშე. როგორც აღმოჩნა მას შემდეგ რაც აპლიკაცია ერთხელ მიიღებს კამერაზე წვდომას, პროგრამას შეუძლია სტანდარტულ რეჟიმში გადაიღოს, თუმცა დეველოპერებს ფარულადაც შეუძლიათ ფოტოების და ვიდეოების გადაღება ნებისმიერ დროს.

იმისათვის, რომ ამ მოწყვლადობის დემონსტრაცია მოეხდინა, ფელიქმა დაწერა პალიკაცია, რომელიც ჩვეულებრივი სოციალური ქსელის მუშაობას იმეორებს. გაშვებისას ის მომხმარებელს თხოვს კამერაზე წვდომას, თითქოს მას ეს ავატარის დასაყენებლად უნდა, რაც სტანდარტული პრაქტიკაა ანალოგიური სერვისებისთვის. ამის შემდეგ პროგრამა ავტომატურად იწყებს ფოტოების გამოჩენას ლენტაში, რომლებიც ფონურ რეჟიმში ფრონტალური კამერით არის გადღებული.

ინჟინერი ამბობს, რომ მოწყვლადობა საშუალებას იძლევა სურათები და ვიდეოები აიტვირთოს დეველოპერის სერვერზე, მათ შორის მოხდეს რეალურ დროში ტანსლაციაც. ასევე დადგინდა, რომ შესაძლებელია ბოროტმოქმედებმა ფოტოგრაფიაზე და ვიდეოზე დაყრდნობით სახის ამოცნობის მექანიზმებიც აამოქმედონ, რითაც ადამიანის იდენტიფიკაციაა შესაძლებელი. გარდა ამისა ეს მშვენიერი ინსტრუმენტია სარეკლამო მიზნებისთვიას, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ მომხმარებლის რეაქციის შესწავლას ამა თუ იმ პროდუქტზე.

დეველოპერი გვაფრთხილებს, რომ ერთადერთი მეთოდი რითაც თავი შეგვიძლია დავიცვათ ეს არის კამერებზე სტიკერების დაკვრა. აი რანაირად შეიძლება თავი დავიცვათ იგივე მოწყვლადობისგან მიკროფონზე წვდომის შემთხვევაში საერთოდ არ არის ცნობილი. კომპანია Apple-ს ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით.

 

1 კომენტარი

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here