Apple-მა ოფიციალურად აღიარა iPhone 6S და 7-ზე პროცესორის სიჩქარის შეზღუდვა მოწყობილობის აკუმლატორის “დაცვის” მიზნით. დღეს კომპანიამ წერილი გამოქვეყნა სადაც ბოდიშს იხდის და ხსნის სიტუაციას.

წერილში ნათქვამია, რომ მათ “იმედი გაუცრუეს მომხმარებლებს”, თუმცა კომპანია არასდროს არ ცდილობდა ხელოვნურად შეემცირებინა თავისი პროდუქტების მოხმარების ვადა და ყველა ქმედება მომხმარებლებზე ზრუნვას უკავშირდება.

Apple-ის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი უკვე შეტანილია, რომელიც კომპანიას ძველ ტელეფონებზე წარმადობის განზრახ შეზღუდვაში ადანაშაულებს.

iOS 10.2.1-ვერსიიდან საოეპრაციო სისტემა “დინამიურად ცვლის მაქსიმალურ წარმადობას, მაშინ როცა ეს აუცილებელია მოწყობილობის სპონტანური გამორთვისგან დასაცავად”

მომხმარებლების ნდობის აღსადგენად Apple ორ ნაბიჯს გადადგამს.

კომპანია შეამცირებს აკუმლატორის შეცვლის საფასურს 50 დოლარით – 30 დოლარამდე ამერიკაში. ეს ფასი მთლი 2018 წლის განმავლობაში შენარჩუნდება მე-6 და მე-7 iPhone-ებზე.

iOS-ის უახლოეს განახლებებში მომხმარებელი მიიღებს მეტ ინფორმაციას აკუმლატორის ჯანმრთელობის შესახებ და მის ზეგავლენას სმარტფონის წარმადობაზე.

სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე სადაც კომპანიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ.

წინა სტატიაTelegram – საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს
შემდეგი სტატიაSamsung Exynos 9810 წინამორბედზე ორჯერ ძლიერია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი