Microsoft Surface-მა დიდი გზა გამოიარა 2012 წლის ოქტომბრიდან და დღემდე გამოშვებულ იქნა ოთხი თაობის Surface Pro, Surface RT, შემდგომ გამოჩნდა Surface Book, Surface Studio ხოლო ბოლო მოწყობილობამ Surface Laptop გამოვიდა. მიუხედავად დადებითი შეფასებებისა და აქტიური პიარისა ამერიკული ჟურნალი “Consumer Reports” უკვე არ უწევს რეკომენდაციას Surface მოწყობილობებს, რადგანაც 2 წლის მოხმარების შემდეგ მათი დამტვრევის ალბათობა ძალიან იზრდება.

“Consumer Reports”-მა გამოიკითხა 90 ათასზე მეტი აღნიშნული მოწყობილობების მფლობელი და სავალალო დასკვნამდე მივიდა. 25%-ზე მეტი მოხმარებლებისა მეორე წლის ბოლოსთვის პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. უფრო კონრეტულად მათი კომპიუტერები პერიოდულად “იყინება”, ეკიდება, ითიშება სენსორული ეკრანი და მოულოდნელად ითიშება.  საერთო ჯამში ჟურნალმა მიიღო გადაწყვეტილება ამოიღოს რეკომენდირებული მოწყობილობების სიიდან Surdace Laptop და Surface Book პროდუქტები.

გარდა ამისა ჟურანლის რეადქტორმა სტატისტიკური მონაცემები სხვა მწარმოებლების იგივე კლასის ლეპტოპებს შეადარა და აღმოჩნდა, რომ Apple-ის მოწყობილობების მომხმარებლების მხოლოდ 10% ექმენბა პრობლემები, შემდეგი არის Samsung – 16%-ით. განსხვავება ბოლო ადგილები რეიტინგში Dell, Toshiba-სა და Microsoft-ს უჭირავს.

Microsoft-ის წარმომადგენელი არ თვლის, რომ ჩატარებული კველვა რეალურად ასახავს მოხმარებელბის დამოკიდებულებას Surface პროდუქციასთან და ყოველი ახალი თაობის მოწყობილობების გაუმჯობესებულ წარმადობას და საიმედოობაზე მიუთუთებს მხოლოდ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here