Windows Central-მა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა: ინსაიდერების თქმით, Xbox One-ის შემდეგი ვერსია უკვე გზაშია. ხმების იმის შესახებ, რომ Microsoft აპირებს კონსოლების ხაზის განახლებას, ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა. და სწორედ მაშინ, მომხმარებელთა ყურადღება მიიქცია იდუმალმა Maverick-მა. ჟურნალისტების განცხადებით სწორედ ამ პროდუქტს ვიხილავთ ძალიან მალე.

Windows Central-ის თანახმად, კონსოლს რომელიც წინათ ცნობილი იყო კოდური სახელწოდებით Maverick, ეწოდება Xbox One S All-Digital Edition. მოწყობილობა განკუთვნილია თამაშების ციფრული ასლებისათვის. ჯერჯერობით კონსოლის ზუსტი ფასი არ სახელდება. მომხმარებლები მოუთმენლად ელოდებიან ყველაზე იაფიან Xbox One-ს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here