მომხმარებლებმა ჩინეთიდან და გერმანიიდან Microsoft-ის საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის Windows 11 Pro-ს სქრინშოთები გამოაქვეყნეს.

Windows 11-ის სამუშაო მაგიდა

Windows 11-ში აპლიკაციების გამშვები ხატულები ამოცანათა პანელის ცენტრშია განთავსებული. ახალი “სტარტ” ღილაკი ხსნის მენიუს, რომელი უკვე არსებული მენიუს გამარტივებული ვარიანტია. ასევე არის სწრაფად გამორთვისა და გადატვირთვის შესაძლებლობაც.

Windows 11-ის საინსტალაციო იმიჯი რამდენიმე ფორუმზე გამოჩნდა ქსელში. Windows 11-ის ინტერფეისი წააგავს Windows 10X-ის კონცეფციას, თუმცა გავრცელებულ ვერსიაში არ არის ბევრი ახალი ფუნქცია.

რა თქმა უნდა განახლდა ძველებული სამართავი პანელიც

ყველაფერი მომრგვალებულია
ექსპლორერში ახალი ხატულებია
ძიება ახლებურად
ახალი მენიუ

2021 წლის 24 ივნის კორპორაცია Microsoft გვპირდება, რომ შემდეგი თაობის Windows-ს წარმოადგენს. დეველოპერები ამბობენ, რომ მოსალოდნელია სამომხამრბელო ინტერფეისის საგრძნობი ცვლილება და გადამუშავდება Windows Store.

წინა სტატიაბიტკოინი სალვადორში ოფიციალური ვალუტა გახდა
შემდეგი სტატიაNASA-მ ჰაბლის ორბიტალურ ტელესკოპთან კავშირი დაკარგა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი