Surface კომპიუტერების განახლებული მოდელების გარდა Microsoft-მა Windows 10-ის ნოემბრის განახლება გამოუშვა. განახლების დაყენება სისტემის პარამეტრებიდან “Update and Security” განყოფილებაშია შესაძლებელი.
ახალი Windows 10-ის ყველაზე მნიშვენლოვანი ფუნქცია გაცვლის სერთო ბუეფერია, რომელიც ყველა კომპიუტერზე სინქრონდება. ასე შეგიძლიათ შეინახოთ ნახატი სახლის კომპიუტერზე და ის ნოუთბუქზე გამოიყენოთ, რომელიც იგივე Microsoft-ის ანგარიშს იყენებს.
ასე და ამგვარად მუშაობს Timeline-ის სინქრონიზაცია, რომელიც სპეციალური ფანჯარაა სადაც ყველა გახსნილი აპლიკაცია, დოკუმენტი, ფოტოფრაფია და სხვა ფაილია გამოსახული ქრონოლგოიური თანმიმდევრობით. ეს ლენტა უკვე ყველა თქვენს მოწყობილობაზე სინქრონდება. Microsoft-მა გაფართოება გამოუშვა Chrome და Firefox ბრაუზერებისთვის, რომ მათი ჩანართებიც გამოისახოს Timeline-ში.
Windows 10-თან მუშაობისთვის მხარდაჭერილია Android და iOS სმარტფონები და მათი კომპიუტერთან სინქრონიზაციისთვის Phone აპლიკაცია გამოიყენება, რომლითაც შეგიძლიათ სწრაფად გააზიაროთ გოტოგრაფიები, წაიკითხოთ შეყობინებები და ა. შ. ფუნქციონალის უმრავლესობა Android-ზე არის ხელმისაწვდომი.