ერთდროულად სამმა კომპანიამ წარმოადგინა დღეს ახალი ნოუთბუქები – Microsoft, Lenovo და Huawei. რა თქმა უნდა საინტერესოა თუ რას წარმოადგენს განახლებული Surface Pro.

განახლებული Surface Pro

განახლებულმა ჰიბრიდმა ახალი Intel Kaby Lake პროცესორი მიიღო. გარდა ამისა Microsoft გვარწმუნებს, რომ ავტონომიური მუშაობის დრო 13,5 საათამდე გაიზარდა თანაც ვიდეოს ცქერის რეჟიმში. ეს SSD ვინჩესტერის დედაპლატაზე ინტეგრაციის წყალობით მოხდა, რაც ძილის რეჟიმში შესვლისა და გამოსვლის პრობლემასაც აგვარობს.

ამის გარდა Surface-მა მიიღო ალკანტარის კლავიატურა, რომელიც Surface Laptop-ში წარმოადგინეს პირველად რამდენიმე კვირის წინ. როგორც ჩანს Microsoft სერიოზულად არის მოხიბლული ამ მატერიალით ასევე მას აქვს კლასიკური USB პორტები და უახლესი Type-C პორტი ჯერ-ჯერობით კომპანიას არ აინტერესებს.

განახლებული Surface Pen სხვა და სხვა ფერებშია წარმოდგენილი და უკვე შეუძლია კალმის დახრის შეგრძნებაც. სტილუსის დაჭერის მგრძნობელობა გამოთხმაგდა და ახლა უკვე მას შეუძლია 4096 დონის ამოცნობა. ახალი პლანშეტის ეკრანზე უკვე შესაძლებელია Surface Dial-ის გამოყენებაც ისევე, როგორც ეს Surface Studio-ში ხდება.

ახალი Surface Pro 15 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი და 799 დოლარი ეღირება. კლავიატურის შეძენა ცალკე მოგიწევთ დამატებით 159 დოლარად, რომელიც ალკანტარისაა, ხოლო ჩვეულებრივი კლავიატურა 129 დოლარი ეღირება. Surface Pen ასევე დამატებით 99 დოლარი ეღირება.

Lenovo-ს განახლებული სერია: IdeaPad

კომპანიამ ერთდროულად ექვსი მოწყობილობა წარმოადგინა, რომელთა შორის არის განახლებული მოდელები IdeaPad – 720, 520 და 320, ასევე შეივსო თხელი და მსუბუქი ნოუთბუექბის სერიაც IdeaPad 720S, 520S, 320S. ერთ ერთი ყველაზე თხელი მოდელი IdeaPad 520S სულ რაღაც 19.3 მილიმეტრი სისქისაა. Ideapad 720S-ის კორპუსი კი გაპრიალებული ანოდიზებული ალუმინისგანაა გაკეთებული.

ახალ სერიებში ასევე წარმოდგენილია განახლებული კალავიატურა, ეკრანის გარშემო ჩარჩო საგრძნობლად დათხელდა და მათ სენსორული პანელები მიიღეს Microsot Precision Touchpad ტექნოლოგიის მხარდაჭერით.

რა თქმა უნდა IdeaPad 720S აღიჭურვა Intel Core i7 პროცესორით, 1 ტერაბაიტამდე PCIe SSD დისკით და ინტერფეისით Thunderbolt 3 და ეს ყველაფერი 1,14 კილოგრამი წონის პირობებში. სერიაში ასევე შესაძლებელია თითის ანაბეჭდის სკანერის და სენსორული ეკრანის მქონე მოდელის შეკვეთაც. Ideapad 520 და 520S მოდელებში მე-7 თაობის Intel Core ჩიპები და NVIDI GeForce 940MX გრაფიკული დაფები. ბიუჯეტურ მოდლებში IdeaPad 320S წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი დიზაინით. კომპანია ხარისხიან აწყობას და მატერიალებს გვპირდება.

გეიმერებისთვის Lenovo-მ ბაზარზე ახალი 17 დიუმიანი სათამაშო ნოუთბუქი Lenovo Legion Y920 გამოუშვა, რომელიც VR კონტენტთან მუშაობისთვისაა სერტიფიცირებული. მოდელს  აქვს Intel-ის მე-7 თაობის K სერიის პროცერების ოვერქლოქინგის საშუალებით და გრაფკული ადაპტერებით NVIDIA GeForce GTX 1070 – 8 გიგაბაიტიანი DDR5 RAM-ით, რომლებსაც ოვერქლოქინგის ფუნქცია აქვთ. ლეპტოპს მექნიკური კლავიატურა და მართვადი RGB განათება აქვს.

Huawei-მ კიდევ ერთი MacBook-ის კონკურენტი გამოუშვა

MateBook სერია, რომელიც Huawei-მ გასულ წელს გაუშვა სენსორულუ მოწყობილობა იყო, მაგრამ უკვე მაშინაც მას MacBook-ს ადარებდნენ. ახლა უკვე MateBook აღარ არის პლანშეტი კლავიატურით და მისი მსგავსება MacBook-თან უფრო აშკარად გამოჩნდა.

ახალი MateBook უფრო თხელი, მსუბუქი, უხმაურო (არ აქვს ქულერები) და 2K გარჩევადობის ეკრანით გამოვიდა, რომელსაც ზედაპირის 88% უჭურავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჩარჩო მხოლოდ 4,4 მილიმეტრია. Huawei-მ მოწყობილობაში აეროკოსმოსურ სეგმენტში გამოყენებადი გაგრილების ტექნოლოგია გამოიყენა. მიუხედავად კომპაქტური ზომისა და სისქისა მასში Intel-ის მე-7 თაობის Core i5 და i7 პროცესორებია გამოყენებული.

MateBook X-ის ფასები 1399 ევროდან 1699 ევრომდეა კონფიგურაციიდან გამომდინარე და მისი გაყიდვები 2017 წლის ზაფხულში დაიწყება.
Huawei ასევე გვარწმუნებს, რომ MateBook X ეს პირველი ნოუთბუქია Dolby Atmos-ის მხარდაჭერით და მას აქვს დინამიკებით, რომელიც Dolby-თან თანამშრომლობით შეიქმნა. დეველოპერებმა მასში თითის ანაბეჭდის სკანერიც ჩადეს, რომელიც ჩართვის ღილაკშია ჩამონტაჟებული და Windows-ში აუტენტიფიკაციის მხარდაჭერა აქვს. MateBook X სამ ფერში გამოვა: Prestige Gold, Space Grey და Rose Gold ვარიანტებში.
წინა სტატიაGoogle Jamboard – ჭკვიანი დაფა თქვენი ოფისისთვის
შემდეგი სტატიაSony აპირებს PlayStation VR-ს ფასი დააკლოს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი