Windows 7-ის ოფიციალური მხარდაჭერა თითქმის წელიწადია დასრულდა, თუმცა საოპერაციო სისტემას 100 მილიონამდე მომხამრებელი იყენებს მთელს მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ Microsoft არ აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლების ზუსტი რაოდენობის დადგენა, თუმცა სტატისტიკური კომპანიები დათვლის სხვა და სხვა მეთოდებს იყენებენ ამისთვის. ასევე ძალიან რთულია მიმდინარე Windows-ის აუდიტორიის ზუსტად დათვლაც.

Microsoft-ის მონაცემებით Windows-ის ნებისმიერი ვერსიის მომხამრებლების ჯამური რაოდენობა 1,5 მილიარდი ადამიანია. NetMarketShare-ის მონაცემებით: Windows 7 – 21.7% იკავებს, ხოლოდ StatCounter Global Stats-ის ინფორმაციით მისი წილი 17.7% შეადგენს. ასევე არის United States Government Digital Analytics Program, რომელიც ამბობს, რომ Windows 7-ის წილი მხოლოდ 7%-ია, თუმცა აუდიტორია მხოლოდ ა.შ.შ-ს სახელმწიფო საიტების მომხმრებლებით შემოიფარგლება.

ზემოთ მოყვანილი ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ანალიტიკური მონაცემები არაერთგვაროვანია, თუმცა ამის მიზეზი განსხვავებული აუდიტორიაა და არა უზუსტობა. გასულ წელს რაოდენობა 100 მილიონით შემცირდა და ეს პროგრესის მაჩვენებელია, თუმცა 100 მილიონი დარჩენილი მომხმარებელი საფრთხეს წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით.

წინა სტატიაIntel-მა FaceID-ის საკუთარი ვარიანტი გამოუშვა ჭკვიანი სახლისთვის
შემდეგი სტატიაTelegram-ის შემქმნელმა Facebook გააკრიტიკა და მისი მესინჯერის შესახებ მითები გააქარწყლა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი