2 აგვისტოს გამოვიდა Windows 10 საოპეარაციო სისტემის მორიგი მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც „საიუბილეო განახლების“ (Anniversary Update) სახელით გახდა ცნობილი. განახლების საიდენტიფიკაციო ნომერი, იგივე ანაწყობის ნომერი არის 1607. მოდით ვნახოთ თუ რა ცვლილებები და სიახლეები შემოგვთავაზა კომპანია Microsoft-მა მისი საოპეარციო სისტემის მორიგ მსხვილ განახლებაში.

ინტელექტუალური ასისტენტი Cortana

windows-10-anniversary-update-notesყველაზე კარდინალური ცვლილება განიცადა პერსონალურმა ასისტენტმა Cortana-ს. ეს პროდუქტი ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალურად საქართველოდან, მაგრამ საზღვარგარეთ მომხამრებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მისი დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობებით, რომლებიც მას გამოარჩევს კონკურენტების მსგავსი პროდუქტებისგან. ახალ Cortana ხელმისაწვდომი გახდა ბლოკირების ეკრანზეც და მისი გამოძახება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. ასისტენტს შეეძლება გამოაგზავნოს შეტყობინებები და SMS-ები მობილურ მოწყობილობაზე. გამომდინარე იქიდან რომ Cortana ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზეც სავალდებულო არ იქნება მისი ფუნქციონალით სარგებლობისათვის Windows Phone-ის შეძენა.
ამის გარდა Cortana შეძლებს უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც მისი აზრით თქვენთვის იქნება საინტერესო. Microsoft-ის პრეზენტაციაზე აჩვენეს თუ როგორ რეაგირებს კორტანა ბრძანებაზე „გაუგზავნე ჩაკს პრეზენტაცია, რომელიც მე გუშინ საღამოს გავაკეთე“ და „რომელი სათამაშოების მაღაზიაში ვიყავი გასულ წელს?“.
Cortana შეძლებს შეადგინოს აქტიური წინადადებების სია მომხმარებლისათვის. ელექტრონული შეტყობინების მიღების შემთხვევაში სადაც ფრენის შესახებ იქნება მონაცემები, Cortana ავტომატურად დაამატებს კალენდარში შესაბამის დროსა და ადგილს. თუ თქვენ შეპირდით ჩაკს, რომ გაუგზავნიტ პრეზენტაციას ელექტრონული ფოსტით, Cortana დრო და დრო შეგახსენებთ ამის შესახებ.
თუ თქვენ დაამატებთ შეხვედრას კალენდარში გარკვეული თარიღით, რომელიც ემთხვევა სხვა მოვლენას, Cortana შეგატყობინებთ ამის შესახებ და შესაბამის ჩასწორებასაც შემოგთავაზებთ. თუ შეხვედრა სადილის დროს დაემთხვევა, ასისტენტი ხელმისაწვდომი აპლიკაციებიდან გამომდინარე შეეცდება დაჯავშნოს მაგიდა რესტორანში ან შეუკვეთოს შესაბამისი კერძები ადგილზე მიტანით. Cortana უფრო ინტელექტუალური გახდა და მოხმამრებელს არ მოუწევს ყველაფერზე ერთდროულად ფიქრი, რაც სწორედ ისაა რასაც მოველით ხელოვნური ინტელექტისგან.

Android და Windows Phone მოწყობილობებთან ურთიერთობა

Windows 10-ში Cortana მიიღებს Android და Windows სმარტფონის აპლიკაციებთან ინტეგრაციასაც. მომხმარებლისთვის საკმარისი იქნება Cortana აპლიკაციის დაყენება Android-ზე და დარეგისტრირება იგივე ანგარიშით რაც პერსოანლურ კომპიუტერზე. iOS-ზე მსგავსი ინტეგრაცია ვერ განხორციელდება სისტემის გარკვეული თავისებურებების გამო. რა თქმა უნდა ეს ტექნოლოგია შესანიშნავად მუშაობს Windows Phone მოწყობილობებზე.
Cortana-ს უკვე შეუძლია გადააგზავნოს Android სისტემის შეტყობინებები Windows 10 პერსონალურ კომპიუტერზე სადაც ისინი შეტყობინებების ცენტრში გამოისახება. მომხმარებელი პირდაპირ კომპიუტერიდან შეძლებს გაიგოს ტელეფონის აკუმლატორის მცირე მუხტის შესახებს. ფუქცია „ტელეფონის პოვნა“ დაგეხმარებათ შორიდან გაიგოთ მობილურის ადგილმდებაროება რუკაზე და გაუშვებს სპეციალურ ხმამაღალ ზარს თუ ის ახლოს აღმოჩნდება.

უფრო მეტი აპლიკაცია და თამაშები Windows Store-ში

windows-store
Windows Store-ში ხელმისაწვდომი გახდა ჩვეულებრივი სამაგიდო პროგრამებიც, რომლებიც მანამდე არ იყო იქ განთავსებული, რადგანაც Microsoft-მა ადრინდელ ეტაპზე გადწყვიტა, რომ მაღაზიაში დაეშვა მხოლოდ უნივერსალური აპლიკაციები, რაც მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონდა. ახლა უკვე ნიბუსმიერ დეველოპერს შეუძლია განათავსოს ჩვეულებრივი აპლიკაციები მაღაზიაში მანამ სანამ ახალ უნივერსალურ პროდუქტს არ შეიმუშავებს.
ფუნქციონალური შეზრუდვების პრობლემა თამაშებსაც შეეხო და Microsoft-მა დაამატა Vsync-ის გამორთვის ფუნქცია და G-Sync და Freesync-ის ჩართვა. კომპანია ასევე გვპირდება, რომ მხარდაჭერილი იქნება გრაფიკული ადაპტერების ფართო ასორტიმენტი და შესაძლებელი იქნება რეჯიმების მოდიფიკაციაც.

გაფორმების ბნელი თემა

dark-themeWindows 10-ის გამოსვლისთანავე მასში იყო დამალული ბნელი თემა, რომლის ჩართვაც შესაძლებელი იყო რეესტრი პარამეტრების ცვლილების შემდეგ და სპეციალური საიდუმლო კლავიშების კომბინაციაზე დაჭერით Windows Store-ში. ასევე ხელმისაწვდომი იყო Edge ბრაუზერის თემის შეცვლაც. ეს თემა დაუსრულებელი იყო და Anniversary Update-ში ტქვენ შეძლებთ გადართოთ სამომხამრებლ ინტერფეისი ნათელსა და ბნელ თემებს შორის.

Microsoft Edge

edge-extensionsთავიდან ფიქრობდნენ, რომ Microsoft Edge მიიღებდა გაფართოებების მხარდაჭერას რელიზისთანავე მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეს დიდი ნაკლი უარყოფითად აისახებოდა მომხმარებლების დამოკიდებულებაზე ბრაუზერის მიმართ. Anniversary Update-ში Edge-ს უკვე აქვს დამატებების მხარდაჭერა.
Edge-ის დამატებები Chrome-ის დამატებების მსგავი იქნება და Microsoft-მა გამოუშვე ყველა საჭირო ინსტრუმენტი დეველოპერებისთვის, რომ მათ შეძლომ ახალი პროდუქტების გამოშვება, რომელიც Windows Store-ში განთავსდება.
Anniversary Update-ის გამოსვლის მომენტისათვის Windows Store-ში ხელმისაწვდომი იყო შემდეგი დამატებები: Adblock, Adblock Plus, Amazon Assistant, Evernote Web Clipper, LastPass, მაუსის ჟესტები, Office Online, OneNote Web Clipper, Page Analyzer, Pin It (Pinterest), Reddit Enhancement Suite, Pocket და თარჯიმანი.
Flash კონტენტის გასაშვებად საჭირო იქნება მომხმარებლის დასტური – რაც უსაფრთხოების და ენერგომოხმარების პრობლემებს აარიდებს მომხმარებელს.
Microsoft-მა განაცხდა, რომ Anniversary Update-ის რელიზთან ერთად Edge ავტომატურად შეაჩერებს Flash ელემენტების მუშაობას და მომხამრებელს მოუწევს მათზე დაჭერა რომ გააქტიუროს. ბლოკირება შეეხება მხოლოდ სარეკლამო ბანერებს და ვიდეოს და თამაშების გაშვება ძველებურად ავტომატურად მოხდება.
Edge-ში სხვა თანამადროვე ბრაუზერის მსგავსად შეძალებელი იქნება ჩანართების მიმაგრება. ჩანართის სათაურზე მარჯვენა წკაპით გამოსულ კონტექსტურ მენიუში დემატა პუქტი „მიმაგრება“ , რომელზე დაჭერით ჩანარტი გადაიქცევა პატარა ხატულად და მუდმივად გამოჩნდება სანიშნების ჩანართში ბრაუზერის ყოველი გაშვებისას.
ბრაუზერს ასევე დაემატა ვებ-შეტყობინებების მხარედაჭერა. როცა თქვენ გარკვეულს საიტებზე შედიხართ ისინი გთვაზონებს შეტყბინებების გამოგზავნაზე ნებართვას. ნებართვის მიღების შემდეგ საიტი შეძლებს გამოგიგზავნოთ შეყობინება შეტყობინებების ცენტრში დამატებითი აპლიკაციის დაყენების გარეშე. ეს ფუნქცია უკვე აქტიურია და მუშაობს Skype-ის ვებ ვერსიასთან და შეტყბინებაზე დაჭერით თქვენ ავტომატურად გადახვალთ მის გამომგზავნ საიტზე.
თუ თქვენ გაქვთ Windows 10 მოწყობილობა, რომელიც სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი მაშინ კიდევ ერთი განახლება გელით წინ. Microsoft Edge-ს დაემატა Metro-რეჟიმი, რომელიც ასეთი მოწყობილობებისთვისაა ოპტიმიზირებული. Metro-რეჟიმში შესაძლებელია თითის გასმით (სვაიპით) ნავიგაცია რაც უფრო კომფორტულია ვიდრე არც ისე დიდ გრაფიკულ ღილაკებზე თითის დაჭერა.

ბიომეტრიული აუტენტიფიკაცია აპლიკაციებისა და საიტებისათვის

თითის ანაბეჭდების სკანერი ძალიან მოერხებული ავტორიზაცისს მეთოდია სმარტფონებისა და პლანშეტებისათვის და Windows Hello-ს მეშვეობით იგივე ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია ანაბეჭდების სკანერით აღჭურვილ ლეპტოპებზე. Anniversary Update-ში Windows Hello-ს მოქმედების არეალი აპლიკაციებზე და Edge-ზეც გავრცელდება და მისი საშუალებით შეძლებს უსაფრთხო ავტორიზაციას საიტებზე და აპლიკაციებში თითის ანაბეჭდების მეშვეობით.
ტექნოლოგიას საფუძვლად Fido U2F სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება განსხვავებული მეთოდებით საიტებზე და ბრაუზერებში. მაგალითისთვის, მომხმარებელს შეუძლია ფიზიკური USB გასაღების გამოყენება Chrome-ის ანგარიშში შესვლისათვის.

დამხმარე მოწყობილობებით ავტორიზაცია

band-lumiaდეველოპერების დოკუმენტაციაში ახალი თავი ეძღვნება „კომპანიონ მოწყობილობების ფრეიმვორკს“ რომლის მეშვეობითაც კომპიუტერის განბლოკვა არის შესაძლებელი. Windows Hello-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება კომპიუტერის განბლოკვა თუნდაც ფიტნეს-სამაჯურით ან სმარტფონით.
Microsoft გვთავაზობს რამდენიმე ხელმისაწვდომ ვარიანტს და თქვენ თვითონ გადაწყვეთ გამოიყენოთ USB გასაღები თუ მიუახლოვოთ მოწყობილობა NFC წამკითხველს. თქნი ტელეფონი უნდა იყოს შეკავშირებული კომპიუტერთან Bluetooth-ის საშუალბით, ასევე ფიტნეს-სამაჯურიც იძლევა საშუალებას მოხდეს მფლობელის იდენტიფიკაცია კომპიუტერთან ახლო მანძილზე ყოფნისას.

Windows Ink

windows-inkსენსორული ეკრანის მქონე ნოუთბუქები უფრო სასარგებლო გახდება ვიდრე ისინი მანამდე იყვნენ, რადგანაც Microsoft-მა წარმოადგინა გაუმჯობესებული Windows Ink ტექნოლოგია, რომელიც სტილუსის საშუალებით ხატვისათვის და ხელნაწერი ტექსტის შეყვანისათვის გამოიყენება.
Windows Ink-ის ინტეგრაცია სხვა აპლიკაციებთანაც გახდა თავსებადი. რუკებში შესაძლებელია ორ დასმულ წერტილს შორის მანძილის გაზომვა, Microsoft Office-ში შესაძლებელია სტილუსით ტექსტის მონიშვნა და შესაბმისი ჟესტით სიტყვების წაშლა. რა თქმა უნდა ახალი შესაძლებლობები ძლიან სასარგებლო იქნება მხარვრებისთვის, რომლებიც სტილუსს სახატავად იყენებს სხვა და სხვა აპლიკაციებში. ჩაშენებული ვირტუალური სახაზავი თავსებაიდა კომპასთან და საშუალებას იძლევა სწორი კუთხით გაავლოთ პარალელური ხაზები.
Windows 10 მიიღებს ახალ სამუშაო სივრცეს „Ink Workspace”. სტილუსზე თითის დაჭერისა გაიხსნება აპლიკაციების სია, რომლებსაც აქვს Windows Ink ტექნოლოგიით შეყვანის მხარდაჭერა. სამუშაო სივრცის ჩართვა ამონცანების პანელის შეტყობინებების ზონიდანაც არის შესაძლებეილი იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ არ გაქვთ სტილუსი და უბრალოდ გამოიძახებთ კონტექსტურ მენიუს ვინდოუსის თრეიში და აირჩევთ ოფციას „Windows Ink-ის სამუშაო გარემოს ჩვენება“.
სტილუსის პარამეტრები ხელმისაწვდომია პარამეტრების აპლიკაციის მოწყოილობების განყოფილებაში. მოხმამრებელს აქვს ვარიანტი აირჩიოს მოქმედება, რომელიც სტილუსის ღოლაკზე დაჭერისას შესრულდება. მაგალითად შეგიძლიათ პირდაპირ გამოიძახოთ OneNote. ასევე შეგიძლიათ გამორთოთ სენსორული შეყვანა სტილუსის გამოყნებისას, რომ გამორიცხოთ შემთხვევითი ხეხებები ეკრანზე.

სისტემიდან ამოღებულია Wi-Fi Sense

Microsoft-მა გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა Wi-Fi Sense ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლეოდა Wi-Fi ქსელების მონაცემები და მათ შორის პაროლები გაგვეზიარებინა Facebook, Skype და Outlook-ის საშუალებით. კომპანიას არასდროს არ განუმარტავს ამ ფუნქციის დანიშნულება და შესაძლოა სწორი ახსნა განმარტების შემდეგ ის უფრო პოპულარულიც კი გამხდარიყო. მიუხედავად ამისა Microsoft-ის ინფორმაციით ფუნქციით სარგებლობდა მომხმარებლების მიზერული რაოდენობა, რის გამოც გადაწყდა მისი ამოღება საოეპრაციო სისტემიდან.
Wi-Fi Sense სრულიად არ გაქრება და შეძლებს მიუერთდეს საჯაროდ ხელმისაწვდომ დაშვების წერტილებს და ავტომატურად არ შეუერთდება კერძო Wi-Fi ქსელებს და არ შემოგთვაზებთ მონაცემების გაზიარებას სხვა მომხმარებლებთან.

Windows Defender

Windows 10-ში ჩაშენებული ანტივირუსი ავტომატურად ითიშებოდა იმ შემთხვევაში თუ თქვენ სხვა ანტივირუსს დააყენებდით. Anniversary Update-ში ეს ასე არ ხდება და მას პერიოდული შეზღუდული სკანრების ფუნქცია რჩება მხოლოდ. ჩაშენებული ანტივირუსი პერიოდულად ჩაირთვება და მოახდენს სისტემის სკანირებას იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ სხვა ანტი ვირუსი გიყენიათ. ამგვარად Windows Defender უზრუნველყოფს დამატებით დაცვას და თავისი ძალებით შეამოწმებს სისტემის უსაფრთხოების მდგომარეობას.
უფრო მეტი რეკლამა სტარტ მენიუში
Anniversary Update-თან ერთად სტარტ მენიუში უფრო მეტი სარეკლამო წინადადება გამოჩნდება ახალი აპლიკაციების შესახებს. მიმაგრებული ფილების რაოდენობა 17-დან 12 მდე შემცირდა მაგრამ მიუხედავად ამისა რეკომენდებული აპლიკაციების შემოთავაზება 5-დან 10-მდე არის გაზრდილი.
წაშალეთ აპლიკაცია ან მოაშორეთ ფილა, თუ აპლიკაცია ჯერ არ დაგიყენებიათ და რეკლამა სამუდამოდ გაქრება. ახალი მოწყობილოები უშველებელი სტარტ მენიუთი გამოვა, რომელში ბლომად სარეკლამო წინადადება იქნება გამოტანილი.

უნივერსალური Skype აპლიკაცია

skype-universal

Windows 8-სა და 8.1-ში Microsoft გვთავაზობდა Skype-ის ორ ვერსიას – Skype for Windows და Skype for Windows Desktop. თანამედროვე ვერსია სრულ ეკრანზე ეშვებოდა და უცნაურადაც კი გამოიყურებოდან. Microsoft-მა მოულოდნელად უარი თქვა ამ ვერსიაზე და ეს ვერსია Windows 10-ის პირველი რელიზიდან ამოიღო.
Windows 10-ში იყი აპლიკაცია Get Skype, რომლის საშუალებითაც Skype-ის სამაგიდო ვერსიის დაყენება ხორციელდებოდა. ნოემბრის განახლებაში დაემატა ახალი აპლიკაციები Messages, Phone და Skype Video, რომლებიც ცალკე აპლიკაციებია და გამოიყენება ტექსტური აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელებისათვის.
Microsoft-მა ისევ შეიცვალა აზრი და შეწყვიტა ამ სამი აპლიკაციის მხდაჭერა და ამასთან ერთად Skype for Desktop-ის განვითარებაც, რომელიც ჩაანაცვლა უნივერსალური აპლიკაციით და მასში სრული ფუნქციონალი იქნება განხორციელებული. Anniversary Update-ში უკვე ხელმისაწვდოია Skype Preview ვერსია.
ახალ Skype-ში რეალიზებული იქნება ფუნქცია „messaging everywhere”. მომხმარებელი შეძლებს Skype-ის გამოყენებას Android და Windows Phone-ზე და ამავდოულად შეძლებს მიიღოს და გააგზავნოს შეტყობინებები Windows კომპიუტერიდანაც. ადრე დაგეგმილი იყო ამ ფუნქციის Messages აპლიკაციაში გაშვება მაგრამ Microsoft-ში გადაიფიქრეს და მისი Skype-ში ჩაშენება გადაწყვიტეს.

Linux-ის სისტემური მხარდაჭერა

bashMicrosoft-მა დეველოპერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა, რაც Windows 10-ში Bash გარსის გამოჩენას უკავშირდება. ეს არ არის პორტირების შედეგი, როგორიცაა Cygwin ან ვირტუალიზაცია. ეს არის სრულად ფუქნციონალური Ubuntu-ს ბრძანებების ინტერფეისი, როემლიც ნეითივ რეჟიმში მუშაობს Windows-ის ბირთვთან. Bash-ის მხარდაჭერა Microsoft-ისა და Canonical-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა ხელმისაწვდომი Windows 10 Anniversary Update-ში. გარემოში წინასწარ არის დაყენებული უტილიტა apt-get რითაც სხვა ბინარული პაკეტების დაყენებია არის შესაძლებელი, ასევე ხელმისაწვდომია Linux-ის შელის თითქმის ყველა სტანდარტული ბრძანება და ფაილურ სისტემასთან მუშაობის ყველა ინსტრუმენტი. პირველ რიგში ეს ყველაფერი განკუთვნილია დეველოპერებისათვის, თუმცა კრსოპლატფორმული სისტემების გამოცდილი მომხმარებლებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.
სინამდვილში Bash წარმოადგენს Ubuntu-ს სრულყოფილ სამუშაო გარემოს, რომელიც Windows-ში ეშვება. ამის წყალობით შეძლებთ Linux-ისთვის შექმნილი აპლიკაციების გაშვებას Windows გარემოში რაც ძალიან სასარგებლოა და მომავალში ამას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ექნება როგორც დეველოპერებისათვის ასევე სისტემური ადმინისტრატორებისთვისაც.

რეალურად სუფთა ინსტალაცია

Microsoft ექსპერიმეტებს ატარებს ახალ ინსტრუმენტთან, რომელიც საშუალებას იძლევა დავაყენოთ სუფთა Windows. სისტემის ქარხნულ პარამეტრებზე დარესეტების ფუნქცია პერსონალურ კომპიუტერს აბრუნებს იმ მდგომარეობამდე როცა ის პირველად ჩაირთო. მწარმოებლები უმეტეს შემთხვევაში დაყენებულ სისტემაში უამრავ რეკლამასა და პროგრამას ახვედრებენ მომხმარებელს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დამოუკიდებლად გადააყენოთ Windows 10, მაგრამ ამისთვის ინტერნეტიდან უდა გადმოწეროთ საინსტალაციო პაკეტი, რაც ბევრისთვის არასასურველი პროცესია.
ახლა უკვე სუფთა ინსტალაციის მისაღებად საკმარისია პარამეტრებიდან განახლება და უსაფრთხოების სექციაში დაემატა ახალი ფუნქცია „სუფთა ინსტალაცია“ რომელიც წარმოადგენს ბმულს და მასზე გადასვლის შემდეგ მოხვდებით საიტზე საიდანაც შეძლებთ გადმოიწეროთ Refresh Windows Tool-ს, რომელიც Windows-ის სუფთად გადაყენებაში დაგეხმარებათ.

სტარტ მენიუს ახალი დიზაინი

start-menu
Microsoft-მა კიდევ ერთხელ შეცვალა სტარტ მენიუს მუშაობის პრინციპი. ყველა აპლიკაციის გამოჩენა გაქრა, მაგრამ თქვენ მენიუს მარცხენა ნაწილში მაინც შეძლებთ ყველა აპლიკაციის ნახვა. ხშირად გამოყენებული და ახლად დამატებული პროგრამები სიის ზედა ნაწილში გამოისახება და მათი რაოდენობა ერთიდან სამამდე გაიზარდა.
მთავარი ბმულები: ფაილები, პარამეტრები და გამორთვა ახლა მუდმივად არის გამოსახული სტარტ მენიუს მარცხენა სვეტში.
OneDrive-ის მომხმარებლები უკვე შეძლებენ პირდაპირ მოძებნონ ფაილები არა მხოლოდ ლოკალურ არამედ ღრუბლოვან საცავშიც კი.

გაუმჯობესებული განახლებების ცენტრი

update-center
სისტემის განახლებებისა და უსაფრთხოების პარამეტრებში გაჩნდა შესაძლებლობა მიუთითოთ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სისტემას შეუძლია თამამად დააყენოს ჩამოტვირთული სისტემური და პროგრამული განახლებები, რა დროსაც ავტომატურად გადაიტვირთება კომპიუტერი და სამუშაო საათების დაწყებამდე ყველაფერი უკვე დაყენებული იქნება, რაც მომხმარებელს არ წაართმევს ძვირფას სამუშაო დროს რასაც მანამდე ხშირად უჩიოდნენ Windows 10-ის წინა ვერსიებში.

განახლებული შეტყობინებების ცენტრი

notifications-centerAnniversary Update-ში გამარტივდა შეტყობინებების ცენტრში გადასვლის პროცესი და მასზე გადასვლის ღილაკი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი მარცხენა კუთხეში და ის არასდროს არ შეერევა სხვა ხატულებს ისე როგორც მანამდე იყო. შეტყობინბები აპლიკაციების მიხედვით დაჯგუფებულად გამოისახება და უფრო მოკლე შინაარსის შემცველია, ამიტომაც მათი დიდი რაოდენობის ერთდროულად გამოსახვა არის შესძლებელი.
შეტყობინებებმა მიიღო პარამეტრების შეცვლის უფრო მეტი შესაძლებლობა და ახლა უკვე შეგიძლიათ მათი პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ თითოეული აპლიკაციისთვის დასაშვები ერთდროული შეტყობინებების რაოდენობაც.

საიტების აპლიკაციებით ჩანაცვლება

Windows 10-ში უკვე შესაძლებელია უნივერსალური აპლიკაციებისა და ვებ-საიტების ერთმანეთთან დაკავშირება. მაგალითად, თუ თქვენ Edge-ში გადახვალთ საიტზე TripAdvisor, Windows 10 საიტზე შესვლის ნაცვლად გახსნის შესაბამის აპლიკაციას მოთხოვნილი ინფორმაციით. ეს ფუნქცია სრულად არ არის რეალიზებული და დროთ განმავლობაში უნივერსალური აპლიკაციების განახლებასთან ერთად სხვა საიტებიდანაც გახდება შესაძლებელი მსგავსი გადასვლის განხორციელება.
Xbox
Microsoft აგრძელებს მუშაობას აპლიკაციების მაღაზიის უნიფიკაციის მიმართულებით სხვა და სხვა პლატოფრმებისთვის. დეველოპერებს ახლა უკვე შეუძლიათ მათი აპლიკაცია თავსებადი იყოს როგორც Windows ასევე Xbox კონსოლთანაც. Xbox-ში გამოჩნდა Cortana-ს მხარდაჭერა, რომელიც სპეციალურ ფუნქციებს შესთავაზებს გეიმერებს და ამ ეტაპზე ეს ახალი თამაშების შეთავაზება და თამაშის დროს რეჩევებით შემოიფარგლება. Xbox-ში განხორციელდა ფონური მუსიკის და რამდენიმე გრაფიკული პროცესორისა და Vsync-ის გამორთვის ფუნქცია.

გაუმჯობესებული Continuum და Miracast

ახალი აპლიკაცია „Connect” შემუშავებულია Windows Phone მოწყობილობებისთვის, რომელიც Continuum ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მივაერთოთ სმარტფონი კომპიუტერს სპეციალური დოკ-სადგურის, კაბელის ან Miracast ადაპტერის საშუალებით.
ამ აპლიკაციას აქვს „კომპიუტერზე ტრანსლაციის“ ფუნცია და Miracast-ით აღჭურვლილი კომპიუტერები შეძლებენ გადასცენ გამოსახულება სხვა კომპიტერებზე.
Continuum Windows 10 Mobile-ის მნიშვნელოვანი უნიკალური ფუნქციაა, რომლის დამხარებითაც მოხმარებელს შეუძლია სმარტფონის სრულუფლებიან კომპიუტერად გადაქცევა და არც არის გასაკვირი, რომ Microsoft განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ ტექნოლოგიას.

სხვა ფუნქციები და ცვლილებები

Windows 10 Anniversary Update-ში არის დიდი რაოდენობის სხვა განახლებაც, მცირე ცვლილებები და შესწორებები. მათ შორის აღსანიშნავია:
• შეცდომები „ სიკვდილის ლურჯ ეკრანზე“ (BSOD) უკვე შეიცავს QR კოდებს, რომლებიც სმარტოფნის საშუალებით პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციაში დაეხმარება მომხმარებელს.
• სერიოზულად გადამუშავდა პარამეტრების აპლიაცია. ყველა გვერდმა მიიღო ახალი უნიკალური ხატულა.
• გაუმჯობესდა აქტივაციის პროცესი. „ციფრული მიბმა“, რომელიც Windows 10-ზე უფასო განახლების შემდეგ მიიღეს მომხმარებლებმა ახლა ცნობილია როგორც „ციფრული ლიცენზია“. თუ თქვენ ავტორიზაციას გაივლით Microsoft Account-ის მეშეობით ლიცენზია ასოცირებული იქნება თქვენს ოფლაინ-ანგარიშთან. თუ საჭირო გახდება ხელახალი აქტივაცია Windows 10 კომპიუტერის კონფიგურაციის ცვლილების შემდეგ გამოიყენებს Microsoft-ის ანგარიშს, რომლის მეშვეობითაც მოხდება ლიცენზიის ხელახალი გააქტიურება და მიბმა თქვენს მოწყობილობასთან.
• გაუმჯობესდა სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია. დაჩქარდა ტექსტის საუბარში გარდაქმნის პროცეს, დაემატა ახალი ენების მხარდაჭერა. განახლება შეეხო Edge, Cortana, Mail და Groove აპლიკაციებსაც.
• ხელმისაწვდომი გახდა „Enterprise Data Protection” ფუნქცია, რომელიც კომპანიებს Windows 10 Enterprise-ის საშუალებით უფრო მეტ დაცულობას თავაზობს რაც ინფორმაციის გაჟონვისგან და შერჩევითი შიფრაციით და მონაცემებზე წვდომის შეზღუდვის ახალი მექანიზმებით ხორციელდება. მხოლოდ დაცული აპლიკაციები მიიღებენ წვდომას შეზღუდულ მონაცემბთან, ხოლო ადმინისტრატორები შეძლებენ წვდომის დონეების გადანაწილებას.
• აპლიკაციების ვირტუალიზაცია (Application Virtualization) და მომხმარებლის გარემოს ვირტუალიზაცია (User Environment Virtualization) ახლა უკვე Windows 10 Enterprise-ის ნაწილია და ცალკე დაყენებას არ საჭიროებს.
• Windows 10 Professional და Enterprise ვერსიებში ხელმისაწვდომი გახდა Hyper-V კონტეინერების მხარდაჭერა Windows Server-ის ინსტალაციის გარეშე.
• ბიზნეს მომხამრებლებისთვის შესაძლებელი გახდა Windows 10 Enterprise ლიცენზიის შეძენა Windows 10 Enterprise E3 პროგრამის ფარგლებში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here