ადრე Project Scarlett-ის სახელით ცნობილი სათამაშო კონსოლის გაყიდვები 2020 წელს დაიწყება.

კონსოლოლის დიზაინი წინა მოდელებისგან საგრძნობლად განსხვავდება და ის მონოლითური აგურის ფორმის ვერტიკალური ყუთია. ასეთი ფორმ-ფაქტორი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს თამაშებიც, რომელთა შორის მოხვდა Master Chief, რბოლა და ფეხბურთი.

არ შეცვლილა გეიმპადი – მისი დიზაინი შეცვალსეს, მაგრამ რადიკალური არაფერია. გამოიყურება ისინი სევე, როგორც უკვე არსებული კონტროლერები. ოდნავ განსხვავდება D-Pad და დამატებულია ახალი ღილაკი შუაში.

ახალი ღილაკი კონტენტის გაზიარებისთვის იქნება და იგივე ფუნქციონალით დაიტვირთება, როგორც PlayStation 4-ის კონტროლერზე არსებული მსგავსი ღილაკი. კონსოლი თავსებადი იქნება Xbox One-ის ყველა ვერსიათან.

პრეს-რელიზის თანამხმად კონსოლის დადგმა, როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზაინტალურად არის შესაძლებელი, მომხმარებლის გემოვნების თანახმად.

კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ახალი კონსოლი აღჭურვილია SSD დისკით, რისი წყალობითაც კონტენტის ჩატვირთვა საგრძნობლად აჩქარდება.

ახალი კონსოლის რამდენიმე სიტყვით აღწერისთვის საკმარისია – წარმადობა, სიჩქარე და თავსებადობა. ახლა კორპორაციის თამაშების სტუდია ახალ ექსკლუზივებზე მუშაობს, რომელთა შორისაც არის Hellblade II: Senuas’s Saga.

წინა სტატიაგაიყიდა 30 მილიონი Raspberry Pi
შემდეგი სტატიაახალი უსადენო ყურსასმენები, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი