Microsoft-მა გაუთვალისწინებელი რეკორდი მოხსნა, მათ შეძლეს 3,47 ტერაბიტი წამში DDoS (დისტრიბუციული სერვისის გათიშვის) შეტევა მოიგერიეს ნოემბერში.

ბლოგ პოსტში რედმონდელმა გიგანმა გააზიარა Azure-ის DDoS თავდაცვის მონაცემები 2021 წლის მესამე კვარტალისთვის. კომპანიამ აღნიშნა, რომ შეტევების რაოდენობა გაიზარდა 2021 წლის მეორე ნახევარში. DDoS შეტევისთვის საჭირო რესურსების მოძიება შედარებით იაფი ჯდება, რაც მას ძალიან პოპულარულს ხდის.

2021 წლის მეორე ნახევარში Microsoft-მა შეაჩერა 1,955 შეტევა დღეში, რაც 40%-ით მეტია პირველ ნახევარზე. ჯამში კომპანიამ დაიცვა მისი მომხამრებლები 359,713 უნიკალური შეტევისაგან 2021 წლის მეორე ნახევაში. ამავდოულად კომპანიამ ახალი რეკორდიც მოხსნა და 3,47 ტერაბიტი წამში DDoS შეტევა მოიგერია, რომლის დროსაც სისტემა 340 მილიონ პაკეტს იღებდა წამში. შეტევა 10,000-ზე მეტი წყაროდან ხორციელდებოდა და გაშლილი იყო მთელს მსოფლიოში. შეტევაში მონაწილეობდნენ მოწყობილოებები შეერთებული შტატებიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, რუსეთიდან, ტაილანდიდან, ინდოეთიდან, ვიეტნამიდან, ირანიდან, ინდონეზიიდან და ტაივანიდან.

კომპანიაზე კიდევ ორი შეტევა განხირციელდა დეკემბერში, რომლის სიმძლავრეც 2.5 ტერებიტი იყო და ორივე აზიაში განხორციელდა. მაიკროსოფტმა ასევე აღნიშნა, რომ შეიმჩნევა DDoS შეტევების რაოდენობის ზრდა აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჰონ კონგსა და ინდოეთში. ეს ყველაფერი უკავშირდება გეიმინგის გაზრდას ჰონ კონგში და სამხრეთ კორეაში. ასევე მნიშვნელოვანია ციფრული სერვისების განვითარებაც ინდოეთში, რამაც რეგიონის კიბერ რისკები გაზარდა.

ამ მომენტისთვის Microsoft-ს ეკუთვნის ყველაზე დიდი DDoS შეტევის მოგერიების რეკორდი, თუმცა აღსანიშნავია შეტევები, რომლებიც განხორციელდა სხვა აიტი გიგანტებზე, როგორიცაა 2017 წლის შეტევა 2.45 ტერაბიტით Google-ის სერვერებზე და 2020 წლის შეტევა Amazon-ის ღრუბელზე 2.3 ტერაბიტი გამტარობით.

წინა სტატიამომხმარებლები უჩივიან MacBook-ის სწრაფ დაცლას macOS 12.2-ის ძილის რეჟიმში
შემდეგი სტატიაMicrosoft აცხადებს Windows 11-ის პირველ მთავარ განახლებას Android აპების მხარდაჭერისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი