Windows ARM პლატფორმა 2016 წელს წარმოადგინეს. ეს იყო Microsoft-ის მეორე მცდელობა საოპერაციო სისტემა ARM არქიტექურაზე გამოეშვა Windows RT-ის კრახის შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სისტემისთვის x86 პროგრამების ემულაცია გახდა.

შემუშავებისას Microsoft-მა Qualcomm-ს მიმართა, რომ Windows-ის კარგი ოპტიმიზაცია მოეხდინა ARM პროცესორებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ორი კორპორაციის ერთობლივი პროექტი. Microsoft-თან თანამშრომლობით ჩიპმეიკერმა დროებითი უპირატესობა მოიპოვა.

ახლა უკვე შეთანხმების ვადა იწურება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში სხვა ვენდორებიც შეძლებენ Windows ARM ბაზარზე შესვლას.

ბევრი მსხვილი მწარმოებელი განიხილავს ARM ჩიპების გამოშვებას პერსონალური კომპიუტერებისათვის Windows-ზე. მაგალითვის Samsung უკვე თანამშრომლობს AMD-თან, რომ მისი გრაფიკული ჩიპების ინტეგრირება მოახდინოს საკუთარ პროცესორებში.

ადრე Microsoft-მა განაცხადა, რომ არ აპირებს Windows-ის ხმარდაჭერას Apple Silicon ჩიპსეტზე (სავარაუდოდ ამის მიზეზი Qualcomm-თან შეთანხმება იყო). მაგრამ ახლა უკვე მას არაფერი შეუშლის ხელს გამოუშვას Windows 11 Apple M1 ჩიპებისთვისაც.

Windows ARM ჩიპსეტის შექმნის გეგმები გაამხილა MediaTek-მა, რომელმაც დარწმუნებით განაცხადა, რომ x86-დან ARM-ზე გადასვლა “არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ გარდაუვალია”. იგივე პოზიციაზეა Qualcomm, რომელმაც უკვე წარმოადგინა ახალი თაობის სამაგიდო ჩიპი.

წინა სტატიაApple-მა აჩვენა, თუ როგორ აცნობებს მომხმარებლებს, რომ ისინი გატეხეს სახელმწიფო სტრუქტურებმა
შემდეგი სტატიაWinamp ხელახლა გაშვებისთვის ემზადება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი